Загрузка...
ნიკა ძამიაშვილი — * * * (გავედი გარეთ. შემხვდა ეტლში მჯდომი ახალგაზრდა, რომელიც გალოთდა..) - 26 სექტემბერში 2020 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 11:15 AM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2020 » სექტემბერი » 26 » ნიკა ძამიაშვილი — * * * (გავედი გარეთ. შემხვდა ეტლში მჯდომი ახალგაზრდა, რომელიც გალოთდა..)


1:19 PM
ნიკა ძამიაშვილი — * * * (გავედი გარეთ. შემხვდა ეტლში მჯდომი ახალგაზრდა, რომელიც გალოთდა..)


გავედი გარეთ.
შემხვდა ეტლში მჯდომი ახალგაზრდა,
რომელიც გალოთდა.
პურის საყიდლად დამაკლდა ხურდა.
დაიხურა მაღაზია,
სადაც გამყიდველი და მფლობელი ერთი ადამიანი იყო
და ბებიასავით ვუყვარდი.
ძმაკაცი თვითან-თვემდე ვერ კვებავს მეუღლეს და ბავშვს.
.
ქუჩის ძაღლი, რომელსაც რამდენიმე წამით მოეფერები,
კუდის ქიცინით გაცილებს სახლამდე,
იმ იმედით რომ რაიმეს მიუგდებ,
ადამიანებიც ვემსგავსებით მათ,
მხოლოდ იმედით ვცხოვრობთ.
.
დღევანდელი დღეც უარყოდ —
ერთფეროვანია..
უფლის ანაბარა დარჩენილი მთელი ქვეყანა
ჰგავს იმ ნაგავსაყრელს,
საიდანაც ვხედავთ რომ უნდა დავახვიოთ,
მაგრამ წყლის ონკანი, საპონი და საპარსი არსაით ჩანს.

2016


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 407 | დაამატა: nikadzamiashvili | ტეგები: ანაბარი, მოფერება, მეუღლე, ბებია, ბავშვი, ძაღლი, მფლობელი, უნარშეზღუდული, ახალგაზრდა, ადამიანი, არაყი, კვება, ქვეყანა, იმედი, ქუჩის ძაღლი, საპარსი, უფალი, ნაგავი, პური, საპონი, მაღაზია, ონკანი, ნაგავსაყრელი, ლოთი, გამყიდველი | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  სექტემბერი 2020  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0