მთავარი » 2020»სექტემბერი»26 » ნიკა ძამიაშვილი — * * * (მე შემიძლია ის ხმა ჩავიწერო, როდესაც რადიოს უჭირს ტალღის დაჭერა...)
1:51 PM
ნიკა ძამიაშვილი — * * * (მე შემიძლია ის ხმა ჩავიწერო, როდესაც რადიოს უჭირს ტალღის დაჭერა...)
მე შემიძლია ის ხმა ჩავიწერო, როდესაც რადიოს უჭირს ტალღის დაჭერა, გარდავქმნა მორზეს კოდით და გავაგზავნო უსასრულობაში და სადმე დედამიწის მეორე მხარეს, ვიღაც ამ ხუმრობას მონათლავს რაიმე სერიოზულ აღმოჩენად, ისევე როგორც — თეთრი ხმაურის მოსმენა ნოსტრადამუსის წინასწარმეტყველება, და ოუიჯის დაფასთან თამაში, რომელმაც შეიწირა რამდენიმე ადამიანი, სამივე გაპიარებული ბიზნესია, რომელიც ზემოქმედებს ადამიანის ფსიქიკაზე — მისივე პარეიდოლიის სახით და გვატყუებს მის არსებობაში, სადაც ვანგა ახლოსაც ვერ მივა იმ კარზე დასაკაკუნებლად, საიდანაც ისმის, იმ გარდაცვლილი ცნობადი სახეების სულების ხმა, რომლის ინტერესის შესაცნობად ცოცხლები ვიხდით ფულს, რითაც გვიჭირს — დავეხმაროთ საკუთარ თავებს თვითგანვითარებაში, და არა გაუმაძღარი მთავრობები ვკვებოთ რომლებიც თითქოს, საცვლებივითა და წინდებივით უნდა გვეცვალა, არამედ სხვადასხვა კონტინენტებზე, სხვადასხვა ქვეყნებში, კერძოდ, იმ მშიერი ხალხის დასაპურებლად გავიმეტოთ, ვინც შესაძლოა ისე გარდაიცვალოს, რომ ვერ მოახერხოს ამ ლექსის წაკითხვა..
გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..