Загрузка...
ნიკა ძამიაშვილი — ინდუიზმი, უფალი და ქალი - 26 სექტემბერში 2020 - პოეზიის სამყარო
ორშაბათი, 2024-12-30, 8:44 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2020 » სექტემბერი » 26 » ნიკა ძამიაშვილი — ინდუიზმი, უფალი და ქალი


1:53 PM
ნიკა ძამიაშვილი — ინდუიზმი, უფალი და ქალი
ინდუიზმი, უფალი და ქალი

მფარველი ვიშნუ და გამანადგურებელი შივაც კი ლოცულობს
ბრაჰმას, განეშასა და ინდრას ფეხებქვეშ.

შენ კი ისაც არ იცი ვის შესთხოვ და რას.
რა ძალა აქვს მთელი გულით წაკითხულ "მამაო ჩვენო"-ს.

შენ ახლა უსმენ რომელიმე ჰიტს,
მე კი ვგრძნობ რომ ზღვაში უბრალოდ ფეხებს ისველებ,
როდესაც მთის ძირში ვდგავარ და მწამს რომ დავლაშქრავ მას,
რითაც გადავცურავ შენს ზღვასაც
და გაგიკვალავ გზას.

ყურსასმენებიდან წამოსული მანტრას ენერგია ერევა
დილის თხოვნებს უფალთან,
ზემოქმედებს ფსიქიკაზე და იმიტომაც შეშლილს ამოგეჩემა —
"ჰარე კრიშნა!" და 'უფალო შემიწყალე!"

რომლის არსი შენთვის ისეთივე მიუწვდომელია,
როგორც ქოქოსის შეწირვა სპილოსთავიან მთავარსარდლისთვის,
გამოცდების კარგად ჩასაბარებლად,

ან ნებისმიერ ღამეს,
შენს სახლამდე მიმავალ გზაში ქრისტეს ნაფეხურები,
როდესაც მას ხელში ეჭირე,
ან უბრალოდ მოგყვებოდა რომ დაეცვი მოულოდნელი ტკივილისგან.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 968 | დაამატა: nikadzamiashvili | ტეგები: შივა, უფალო შემიწყალე, სპილო, ქრისტე, ქალი, მთავარსარდალი, ნაფეხურები, ლოცვა, ვიშნუ, მამაო ჩვენო, ქოქოსი, ზღვა, განეშა, მთა, გამოცდები, ინდუიზმი, ინდრა, უფალი, მანტრა, დილის ლოცვა, თხოვნები, ჰარე კრიშნა, ბრაჰმას, ლაშქარი | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  სექტემბერი 2020  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0