ლექსები - პოეზიის სამყარო
პარასკევი, 2024-11-15, 4:12 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » ლექსები



მარიამ კვაჭაძე - ღამის წყვდიადში დავეხეტები / mariam kvachadze - ghamis tskvdiadshi davekhetebi


ღამის წყვდიადში დავეხეტები,
ქარის ზუზუნი გაყინავს ქუჩებს,
ღამე საშინელს დახატავს სურათს
შავი სიკვდილის მოიხმობს მუზებს.
აშრიალდება ხეების ტოტი,
გაილექსება უკვდავი ფრაზა,
მერე მუზიკის ჩამოკრავს ნოტი
ღამე დაუკრავს მთვარის სონატას .
შავბნელ ფიქრებ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1172 / თარიღი: 2014-09-18 / 7:04 PM / ხუთშაბათი

გიორგი დვალი - ხელუკუღმა / giorgi dvali - khelukughma


ეგ ნეხვია,
მზის სათვალე რომ გგონიათ.
უძალადიათ,
ვითომ თქვენ მოგინდომიათ.
ეგ მტერია,
თქვენ რომ მოყვასი გგონიათ.
ჭეშმარიტება?
ქილიკია და ჭორია.
ეს ის ლოყაა,
მეორედ რომ აგიტკიცეს.
ე მაგ მიშვერით
ქრისტე ვერაფერს გიმტკიცებთ.
... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1334 / თარიღი: 2014-09-18 / 7:02 PM / ხუთშაბათი

გიორგი დვალი - ქართველს / giorgi dvali - qartvels


მზე თავს დამესხა,ალყაში ვარ მხურვალე სხივთა,
არც ეს ტრამალი არ მთავრდება-უდაბნოს ღელვით;
მე მივუყვები ნაფეხურებს იგავთა-მითთა,
მოსჩანს წარსული საქართველო-ჭექით და ელვით.

თვალწინ აზელილ ტალახივით რომ მიშლის ნამყოს
ალბათ მირაჟი…თუ სიზმარია-ოხ ეს გრძნეულნი,
... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1109 / თარიღი: 2014-09-18 / 7:00 PM / ხუთშაბათი

გიორგი დვალი - შოთა ნიშნიანიძე-(ზედ)/ giorgi dvali - shota nishnianidzes


რომ მივედი იქ - სიგიჟის ზღვართან,
გავშტერდი და გაოცებით შევცბი,
ჭკვიანივით ზარს რომ ვრეკდი კართან,
გაიღო და…მომეგება ღმერთი.

შენ რა გინდა აქ უფალო?-ვკითხე
-სიგიჟისთვის ჩვენ არ გვემეტები,
მან კი კარზე მიმითითა მყისვე,
წავიკითხე-”მხოლოდ პოეტები”.

კომენტარები: 0 / ნანახია: 1236 / თარიღი: 2014-09-18 / 6:58 PM / ხუთშაბათი

გიორგი დვალი - გულს ვერ უბრძანებ / giorgi dvali - guls ver ubrdzaneb


ის ხომ გულია, მე ვერ ვუბრძანებ
–ნუ ეტანები მას– მაცდურია,
თუ შემაყვარე ხომ ვერ ვუგანებ,
თან უკუქცევა რა კაცურია?

ვერც მოვატყუებ გამჭრიახობით
ის გულისთქმაა–არ მცნობს “ფილოსოფს”,
ვეღარც გავნვმსჭვალავ ჩემდამი ნდობით
ჩემი გულია,მოხარშულსა მცნობს. ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1318 / თარიღი: 2014-09-18 / 6:57 PM / ხუთშაბათი

გიორგი დვალი - მარადიული კითხვა / giorgi dvali - maradiuli kitkhva


ვინ გვსჯის?ღმერთი თუ სატანა
რომელი გვიდგენს ცოდვას?...
(რის აღარ უწევს ატანა
ადამიანის მოდგმას)..

თუ ვნების ფარდაგს დავაგებთ
ანდა გავკიცხავთ მავანთ,
შევცოდავთ - ღმერთთან წავაგებთ
და ეშმაკს ვაბარებთ "თავანს".

ანდა რას ნიშნავ გამოთქმა ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1147 / თარიღი: 2014-09-18 / 6:49 PM / ხუთშაბათი

გიორგი დვალი - ისე მიყვარდი … / giorgi dvali - ise mikvardi


დრო კი გავიდა,მაგრამ ამ გრძნობას
ხანდის-ხანობით თავს რომ მახსენებს,
ვერ ვუმკლავდები,ველი შენდობას...
მაგრამ ეს გრძნობა მაინც მახელებს.

ისე მიყვარდი გრძნობით გრძნეულით,
დარდი რა იყო-ვიცოდი განა?
სიყვარულისგან ძალმორეული
სისხლს არ ვიდენდი რომ გეკრ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1058 / თარიღი: 2014-09-18 / 6:46 PM / ხუთშაბათი

გიორგი დვალი - ორგაზმორილი / giorgi dvali - orgazmorili


თვალს ვახელ ფახულით,
ჭრელი ფერების აკორდი...
შენ–კვლავ არნახული,
მე– ჩანს არ მოვკვდი!!!

არადა მახსოვს–"ვოლტების ჟრჟოლვა",
"მარადი წამები"...
მე შენი მაგიჟებს ლტოლვა,
ისევ "გეწამები"!!!
...........................................
–ხ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1173 / თარიღი: 2014-09-18 / 6:37 PM / ხუთშაბათი

გიორგი დვალი - ნადონჟუანები / giorgi dvali - nadonjhuanebi


მწველი და ჭრელი წლები იფარდება...
უკან მოხედვის არა მაქვს შიში...
არც ისე ცოტა იყო "კაბად და ფარჩებად"...
იყო "შამათიც" - ჩემს გულთან "ქიშით"

მწამდა.....ხან ვგმობდი -(გრძნობას და ღმერთებს)
მიყვარდა....ვპყრობდი... "ვიღაცას" ვთმობდი...
ბრბოში ვეძებდი იმ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1071 / თარიღი: 2014-09-18 / 6:36 PM / ხუთშაბათი

გიორგი დვალი - მიყვარხარ ♡♡♡ / giorgi dvali - miyvarxar ♡♡♡


ბროწეულის ყვავილს,
რომ ქონდეს ტუჩები
-არაურჩები...

რომ ქონდეს ტანი,
ცვარ-ნამით გრილი
-მკერდაკოკრილი...

ქონდეს თვალები,
ღრმა და უძირო
-სულ რომ ვუცქირო...

რაც მთავარია ,
გული და სული
-ქონდეს "უსრული".
... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1153 / თარიღი: 2014-09-18 / 6:35 PM / ხუთშაბათი

« 1 2 ... 280 281 282 283 284 ... 415 416 »


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ნოემბერი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0