Загрузка...
გიორგი დვალი - ქართველს / giorgi dvali - qartvels - 18 სექტემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 10:32 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » სექტემბერი » 18 » გიორგი დვალი - ქართველს / giorgi dvali - qartvels


7:00 PM
გიორგი დვალი - ქართველს / giorgi dvali - qartvels


მზე თავს დამესხა,ალყაში ვარ მხურვალე სხივთა,
არც ეს ტრამალი არ მთავრდება-უდაბნოს ღელვით;
მე მივუყვები ნაფეხურებს იგავთა-მითთა,
მოსჩანს წარსული საქართველო-ჭექით და ელვით.

თვალწინ აზელილ ტალახივით რომ მიშლის ნამყოს
ალბათ მირაჟი…თუ სიზმარია-ოხ ეს გრძნეულნი,
ვიღაც ბინდიდან მოაბიჯებს-მკაცრ სიტყვებს ამბობს,
ეს (ქა)რთულია,სიტყვართული,სიტყვახვეული…

კერდზე მაწვება ფოლადებით-მკაცრი და ცივი,
მკლავებს მიბორკავს მარწუხებით,ნაბიჯსაც მირევს,
-ქართველი ხარო?-მეკითხება,მგონი დაცინვით,
თვალში თვალს მიყრის სასჯელივით ეკლიანს,მღვრიეს…

მეცნაურება მე მისი სახე-ტანი ვეება,
ნაიარევი ნაკვთებიდან ცეცხლის ალებით,
ვგრძნობ მისი გული კაეშანით განესვენება,
მშობლიურია მისი მზერა-მამის თვალებით.

დიდხანს მიყურა, მეტი სიტყვა აღარ მაღირსა,
პასუხად კითხვაზე ირონიულ ღიმილს ვიღებდი,
ბოლოს იკოცნა კოჟრიან ხელზე-გულთან დამისვა,
სითბოს მაგიერ გულზე მჭრელი ხიშტი ვიგრძენი.

ზურგი მაქცია,როგორც უღირსს,მხილებულ ცოდვილს…
ის ერთი კითხვა გულს მისერავს- “ქართველი ხარო”?…
მივხვდი შენს წუხილს,ირონიას მხილებულობის;
ეს შენ იყავი,შენ მამხილე,შენ წინაპარო….


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1115 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, ლექსი, ლექსები, პოეზია, პოეტი, leqsebi, poeti, leksi, leqsi, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  სექტემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 3
სტუმარი: 3
მომხმარებელი: 0