შორი გზიდან მოდის მგზავრი – მოაბიჯებს დინოზავრი. გრძელი კუდით, ოთხი ფეხით არ ჩერდება, მუდამ დადის, განა ერთი, განა ასი – მილიონი წელიწადი. ზოგი არის უწყინარი, ზოგიერთი – აბეზარი: დიპლოდოკი, ტერაპოდი, ნოტოზავრი, სტეგოზავრი. ზოგი და
... კითხვის გაგრძელება »
დაიხურა ანამა დედის თეთრი პანამა. ბებიკომ და მამიკომ უთხრეს: - ჩვენო ანიკო, ისე ძლიერ გიხდება, ვინც კი გნახავს, მიხვდება სჯობს, ატაროს პანამა გოგომ შენისთანამა.
დღისით წიგნებს კითხულობს, არ შორდება ფუღუროს. ღამით გარეთ დაფრინავს, ვარსკვლავებს რომ უყუროს. რჩევას ვინც ეკითხება, არ ისტუმრებს უარით... ყველაფერი სცოდნია, მართლა ბრძენი ბუ არის!
ტვირთი მიაქვს ჭიანჭველას, არ სჭირდება სხვისი შველა. თუმცა არის ერთი ციდა, ზურგზე თვითონ მოიკიდა. გამრჯეა და მუყაითი – არ აშინებს მძიმე ტვირთი. მასზე არის ათჯერ დიდი – აბა, კარგად დააკვირდი!
რა ყოფილა ეს ობობა, მთელი ეზო შემოღობა! განა წნელით ანდა ფიცრით, _ რა აგიხსნათ, თქვენც ხომ იცით? ქსელს ამზადებს იმისთანას, ვერც ხერხი ჭრის და ვერც დანა... ირგვლივ ისე შემოფინა, ბუზიც ვეღარ შემოფრინდა!