ლექსები - პოეზიის სამყარო
პარასკევი, 2024-11-15, 4:32 AM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » ლექსები



ნოდარ დუმბაძე - *** / nodar dumbadze - ***


ყოველ საღამოს, როცა მინდა დავწერო ლექსი,
როცა ბავშვები ეზოს ნუშებს ეთხოვებიან,
უცხო გოგონას აღებული აკორდი მესმის,
დავდებ კალამს და დავდუმდები:
ბეთჰოვენია...
ის მოჰყავს ჩემთან უცხო გოგოს, უცხო ალერსით,
მოყავს,რომ გული, ჩემი გული სადღაც წაიღოს,
და იმ ს ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1092 / თარიღი: 2014-09-08 / 6:28 PM / ორშაბათი

ნოდარ დუმბაძე - შეჯიბრი / nodar dumbadze - shejibri


ნოდარიკოს და მაიკოს
აქვთ კამათი და დავა.
ამ ზაფხულს დასასვენებლად
ვინ სად და როდის წავა.
მაიკომ უთხრა: _ ბორჯომში
წავალ ივლისის ათში.
ნოდარმა უთხრა: _ შენს ჯიბრზე
მე წავალ ლიმონათში

კომენტარები: 0 / ნანახია: 1115 / თარიღი: 2014-09-08 / 6:28 PM / ორშაბათი

ნოდარ დუმბაძე - ვარადა / nodar dumbadze - varada


ვარადა, ბიჭო, ვარადა,
უკვე აღარ ვარ ავადა.
დედიკომ ძალით შემასვა
წამლები მთელი კარადა.
კენჭივით ბიჭი ვიზრდები
ბაბუას გასახარადა,
ნოდარი მქვია სახელად,
თოფურიძე ვარ გვარადა.

კომენტარები: 0 / ნანახია: 1253 / თარიღი: 2014-09-08 / 6:25 PM / ორშაბათი

ნოდარ დუმბაძე - ია / nodar dumbadze - ia


რა ყვავილს ვგავარ, თუ იცით?
კარგათ შემხედეთ, აბა...
ცისფერი ქუდი მახურავს,
მაცვია ლურჯი კაბა.
ბაღში ვარ, ხელით მატარებს
ჩვენი მებაღე ძია,
თავზე პეპელა მაზის და
იცით?
მე ია მქვია.

კომენტარები: 0 / ნანახია: 1929 / თარიღი: 2014-09-08 / 6:24 PM / ორშაბათი

ნოდარ დუმბაძე - ნანა / nodar dumbadze - nana


ლურჯ ჯეჯილს ეკითხებოდა
გაოცებული ნანაო:
_ ეგ კაბა ყაყაჩოებით
ვინ მოგიქარგა, ყანაო?
ერთი ის კაცი მაჩვენე,
მეც მინდა მაგისთანაო.

კომენტარები: 0 / ნანახია: 1324 / თარიღი: 2014-09-08 / 6:23 PM / ორშაბათი

ნოდარ დუმბაძე - გაუგებარი ლექსი / nodar dumbadze - gaugebari leqsi


ეს ლექსი დედაზეცაა,
ეს ლექსი მამაზეცაა,
თუ მიწა დედამიწაა,
მაშ ზეცა მამაზეცაა?
აუ, რამდენი ცებია,
ნეტავი საქმე რაშია,
შენ ხომ არ მეტყვი, ბებია,
რომ იყურები ცაშია?

- მაცალე, შვილო, ცას
ვანდობ,
გულის ტკივილს და
ხვაშიადს ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1616 / თარიღი: 2014-09-08 / 6:22 PM / ორშაბათი

ილია ჭავჭავაძე - ბაზალეთის ტბა / ilia chavchavadze - bazaletis tba


ბაზალეთისა ტბის ძირას
ოქროს აკვანი არისო,
და მის გარშემო, წყლის ქვეშე,
უცხო წალკოტი ჰყვავისო.
მწვანეა მუდამ წალკოტი,
არასდროს, თურმე, არ სჭკნება,
ქვეყნისა დროთა ტრიალსა
იგი არ ემორჩილება.
ვერ ერჩის, თურმე, მის მწვანეს
ვერც სიცხე, ვერცა ზ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 2298 / თარიღი: 2014-09-08 / 6:20 PM / ორშაბათი

ვასილ გულეური - ლუკას რუკა / vasil guleuri - lukas ruka


მოუტანა მამამ ლუკას
საქართველოს დიდი რუკა.
უთხრა: რამდენიმე ფერით
აქ ხატია ყველაფერი.
დაიხსომებ, იოლია, –
თეთრად – კავკასიონია,
ლურჯი ფერით – შავი ზღვა და
ტბები, წყლები დაიხატა,
მწვანდ არის დაბლობები,
ყავისფერად – დიდი მთები,
ეს წ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1552 / თარიღი: 2014-09-08 / 6:18 PM / ორშაბათი

ვასილ გულეური - სოფოს წერილი ფუტკარს / vasil guleuri - sofos tserili futkars


ფუტკრისათვის გასაგზავნად
წერილსა წერს სოფო:
- რაც თაფლი გამომიგზავნე,
აღარ ავადვმყოფობ!
ყოველ დილით შენი თაფლით
ჩაის მიტკბობს დედა.
ახლა გრიპი შემოტევას
ვეღარ გამიბედავს.
ბებიკოსთან, გასულ ზაფხულს,
მინდორში რომ გდიე,
გახსოვს, ხელზ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1145 / თარიღი: 2014-09-08 / 6:16 PM / ორშაბათი

ვასილ გულეური - პეპელა / vasil guleuri - pepela


- ვინ მოუქარგა პეპელას
ეს თეთრი კაბა, ნეტავ?
- ამას რად უნდა შეკითხვა,
რაღა თქმა უნდა, დედამ!

კომენტარები: 0 / ნანახია: 1364 / თარიღი: 2014-09-08 / 6:15 PM / ორშაბათი

« 1 2 ... 309 310 311 312 313 ... 415 416 »


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ნოემბერი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0