ლექსები - პოეზიის სამყარო
შაბათი, 2024-11-16, 6:37 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » ლექსები



რობერტ მესხი - სარკეები / robert meskhi - sarkeebi


დაცლილი ჰოლი.
დიდ სარკეებში ვირეკლები
მარჯვნივ და მარცხნივ.
ვიცოდე მაინც,
რომელში ვარ უფრო ნამდვილი?..
შენ არ ითვლები,
შენი თვალების სარკეებში
ნეკერჩხალს ვგავარ,
მეყსეულად ფოთლებშემოცლილს...

კომენტარები: 0 / ნანახია: 827 / თარიღი: 2017-12-18 / 9:58 PM / ორშაბათი

რობერტ მესხი - გაუცხოება / robert meskhi - gauckhoeba


დღეს ჩვენი გზებიც გადათხარეს ბულდოზერებმა,
და მტვრით და შიშით ამოევსოთ ხეებს თვალები;
გრძელდება თურმე საიდუმლო - ცაზე - სერობა
ცხრავე პლანეტის... აქ ელიან როგორც ცვალებად
მოღრუბლულობას, ისე წვიმებს ცისფერ რტოებად; -
(არ შეაწუხებს მარტის ქარსაც სინდის-ნამუსი...)
... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 810 / თარიღი: 2017-12-18 / 9:56 PM / ორშაბათი

რობერტ მესხი - დედა (სიზმარი) / robert meskhi - deda (sizmari)


სულ ტყუილად მომისაკლისე, -
მე აქ ვარ, კართან...
ჩავაცივდი ქარვის საკინძეს.
შრიალებს ფარდა,
შემოდგომის ფოთლების მსგავსი.
დატოვე ხავსი,
ხმელი ხავსი სითბოს ინახავს,
სანთლის
და შენი სიფრიფანა ხელების
სითბოს.

კომენტარები: 0 / ნანახია: 738 / თარიღი: 2017-12-18 / 9:55 PM / ორშაბათი

რობერტ მესხი - ტიტები / robert meskhi - titebi


ჩამძინებია ტაქსში - დაღლილს,
გამშლია ხელში თაიგული მარტის ტიტების,
არადა, მახსოვს, რომ გიყიდე, კოკრები ჰქონდათ.

მოვდივარ ახლა, -
მომაქვს ხუთი შავგულა ტიტა
და მთელი ტაქსი
ტიტის სურნელი...

კომენტარები: 0 / ნანახია: 1031 / თარიღი: 2017-12-18 / 9:53 PM / ორშაბათი

რობერტ მესხი - მონატრების ლექსი / robert meskhi - monatrebis leqsi


ოცდამეცხრე დამემართა მარტი,
სახიფათოდ მივადექი კბოდეს,
ნოსტალგია როცა ძვლებში მამტვრევს,
კვლავ შენს სახელს ვბოდავ...

ვიიონი დამესიზმრა გუშინ,
მონ-პარნასი, დატბორილი სიტე,
სურნელება ჩამასუნთქე ნუშის,
იქნებ მოვრჩე კიდეც.

კომენტარები: 0 / ნანახია: 811 / თარიღი: 2017-12-18 / 9:52 PM / ორშაბათი

რობერტ მესხი - ეკლესიას გავუჩერდი დღეს / robert meskhi - eklesias gavucherdi dghes


ცისარტყელა უშფოთველად წევს,
ვითომ შენი გაკაწრული წარბია,
თუ ერთი დღე უდრის ათას წელს,
წლები ახლაც დღეებივით გარბიან.

მილხინს? - მაინც შენკენ ვიწვდი ხელს,
მიჭირს? - ისევ შენ მოგმართავ ვედრებით,
ეკლესიას გავუჩერდი დღეს,
უცნაურად უბრწყინავდა კედლებ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 720 / თარიღი: 2017-12-18 / 9:50 PM / ორშაბათი

რობერტ მესხი - დელტაბორიო / robert meskhi - deltaborio


რას ვტოვებ, ჩემო? -
შემცივნებულ ლექსებს რვეულში,
ფოთოლცვენას დაუსრულებელს,
(და არა მარტო...)
ბუდემოშლილ მერცხლებს -
ჩემსავით,
ორიენტირი რომ დაკარგეს თბილი ქვეყნების...
რას ვტოვებ? -
სიზმარს,
სიცხეს,
ქვიშას,
ბუტაფორიას... ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 869 / თარიღი: 2017-12-18 / 9:48 PM / ორშაბათი

რობერტ მესხი - მარტის ლექსი / robert meskhi - martis leqsi


მიდიხარ და კაბა გმოსავს უცხო,
ქარი სტვენს და კაბას მიტინგს უწყობს.

თითქოს ქუჩაც მიგაცილებს ვნებით,
ტაქსს აჩერებ... არ ჩაჯდები?.. ჯდები...

გაავდრდება, მარტი იკრავს კრიჭას,
ვდგავარ ქარში და ქვედა ტუჩს ვიჭამ...

კომენტარები: 0 / ნანახია: 727 / თარიღი: 2017-12-18 / 9:45 PM / ორშაბათი

რობერტ მესხი - იანო (მთის მოტივზე) / robert meskhi - iano (mtis motivze)


იანო, სად იარები,
მინდვრად მოსულან იები,
გგვანან ცისფერი თვალებით,
გულ ფოთლებ გაღეღილები.
მოუყვებიან თემშარას,
ფეხზე იცვამენ ფაჩუჩებს,
მათი სურნელიც შენსავით
ყველა სატკივარს აყუჩებს.
ცოტაც და წავლენ მომავალ
გაზაფხულამდე, იანო,
შენ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 709 / თარიღი: 2017-12-18 / 9:43 PM / ორშაბათი

რობერტ მესხი - კალათი / robert meskhi - kalati


ტყუილად ეძებ, -
ახალ მთვარეზე ჩამოვკიდე ჩვენი კალათი,
ოცნებით სავსე,
გავტეხოთ ნავსი,
მოვიყვანოთ ტყუპი ქალ-ვაჟი,
იდგეს წერო წყალში... აბაშის, -
ჩვენც ხომ გვაქვს ფრთები?!.

კომენტარები: 0 / ნანახია: 659 / თარიღი: 2017-12-18 / 9:42 PM / ორშაბათი

« 1 2 ... 40 41 42 43 44 ... 415 416 »


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ნოემბერი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0