ლექსები - პოეზიის სამყარო
შაბათი, 2024-11-16, 8:38 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » ლექსები



რობერტ მესხი - ახალი წელი რაჭაში / robert meskhi - akhali tseli rachashi


”გოუმარჯოს რაჭველებს!!!”

ტუჩის კუთხეში გოზინაყი - ახალი წელი,
თვალებში სხივი, არეკლილი სათამაშოდან.
მოდი, თუ გინდა შენ მაჭამე ფუმფულა ხელით,
მერე ”რაშოვდა”,
ან ”წერეთელმა დაგვიბარა” - მამაპაპური...
დღეს ჩემს ოთახში მანანა და ფქვილი გათოვდა,
ბეღუ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 786 / თარიღი: 2017-12-18 / 8:31 PM / ორშაბათი

რობერტ მესხი - უთავბოლო ლექსი / robert meskhi - utavbolo leqsi


დღის ბოლოს საოცრად ბრჭყვიალებს ქალაქი,
ვაჟაზე მოვდივარ დაღლილი ფიქრებით,
ჭადარი ასფალტზე პასეანსს ალაგებს
ფოთლების, - ვუკიდებ და ისევ მიქრება
ასანთი... ბილბორდზე პიკასოს ნახატსაც...
(უბრწყინავთ ნოტიო ფარები ავტოებს...),
რატომღაც მგონია, წავალ და რაღაცა
... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 713 / თარიღი: 2017-12-18 / 8:28 PM / ორშაბათი

რობერტ მესხი - გავიფოთლები / robert meskhi - gavifotlebi


რა მოხდა მერე? იშვიათი გამიჩნდა სენი,
ლურსმანზე შენი ნაჩუქარი კიდია ქუდი,
დევს სასთუმალთან გრამატიკა სვანური ენის,
გულს რომ ვერ ვუდებ...

ფილტვებში წყალი ჩაგიდგაო, -
თებერვალი მოსულა, ჩემო,
გადაყარე წამლის ბოთლები!..
წვერმოშვებული და შიშველი ხომ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 694 / თარიღი: 2017-12-18 / 8:27 PM / ორშაბათი

რობერტ მესხი - ფარვანა / robert meskhi - farvana


ვიწრო იყო ჭუპრი, ნოტიო,
მოკეცილი მატკინა ფრთები...
და მაინც, ღირდა
ჩამესუნთქა სუფთა ჰაერი,
თუნდაც ორი დღით
ცხადში მეფრინა...
(აქამდე მხოლოდ ლურჯ სიზმრებში თუ დავფრინავდი)
მახსოვს სამოთხეს წააგავდა
ქვეყანა იგი,
უღვიოდა მწვანედ მთა-ველი...
... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 701 / თარიღი: 2017-12-18 / 8:24 PM / ორშაბათი

რობერტ მესხი - ხეების სტრიპტიზი / robert meskhi - kheebis striptizi


ხეები იწყებენ სტრიპტიზს,
ნელ-ნელა იხდიან ქარვისფერ აბრეშუმს,
მხრებს და მუხლისთავებს იშიშვლებენ,
ხეები იწყებენ ტრიალს რკინის ლამპიონების გარშემო,
თხელი ვიტრინების გასწვრივ...
მოციმციმე შუქნიშნების ფონზე,
კლასიკური მუსიკის თანხლებით.
ვივალდის შემოდგომა ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 702 / თარიღი: 2017-12-18 / 8:22 PM / ორშაბათი

რობერტ მესხი - სათამაშოები / robert meskhi - satamashoebi


გ.-ს

ვიღაზე ვწერო?..
შენ წახვედი,
ყველა წავიდა...
დავრჩი მარტოკა...
გდია დივანზე
ხის წავი და
ბამბის მარტორქა.
რა მოხდა მერე,
თუ ბავშვობას
წლები გვაშორებს?!.
ვგავართ მე და შენ
ერთმანეთს და...
სათამაშოებს.

კომენტარები: 0 / ნანახია: 697 / თარიღი: 2017-12-18 / 8:20 PM / ორშაბათი

რობერტ მესხი - მათე 13:13 / robert meskhi - mate 13:13


“ამისთჳს იგავით ვეტყჳ მათ,
რამეთუ ხედვენ და არა ხედვენ,
ესმის და არა ესმის,
არცა გულისჴმა-ყვიან”, —

ვის გულისხმობდი, მაცხოვარო,
პოეტებს და შეყვარებულებს?..

კომენტარები: 0 / ნანახია: 750 / თარიღი: 2017-12-18 / 8:19 PM / ორშაბათი

რობერტ მესხი - უძილაური / robert meskhi - udzilauri


რას ფიქრობ, უძილაურო?
შენ რომ შენიშნე კოშკები,
მათ უკან თერგი ხმაურობს,
ზამთარში გაითოშება
შემცივნებული ქალივით,
განა სისწრაფეს მოუკლებს,
შენ ვიდრე იმ მთას აივლი
და ვიდრე დროში მოუგებ,
წავა და დაიკარგება
უცხო მხარეში მავალი,
ცას დ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 682 / თარიღი: 2017-12-18 / 8:17 PM / ორშაბათი

რობერტ მესხი - ქალაქი / robert meskhi - qalaqi


ვუცდი... (რაღას ვუცდი?!.) სველი ტროტუარი აცილებს მანქანებს,
ეყრება რუსთაველს ცივი ნოემბერი - ქარვა და გიშერი...
სადღაც ბავშვობაში ირწევა პალმებით ნაქარგი ბაქანი,
არა მაქვს სახლი და... მშობლები არ მყავს და... ჭადრებმა მიშვილეს.

აქ, ამ კარნავალზე, სულ მალე ნათურებს აა ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 781 / თარიღი: 2017-12-18 / 8:15 PM / ორშაბათი

რობერტ მესხი - პალტო / robert meskhi - palto


თავისუფლება ჩემს ძველ პალტოს მაგონებს, -
მათბობს, როცა ვიკრავ,
ჩავიხსნი და მერცხალივით დამაფრენს ქუჩაში...
ზამთარში არ ვიშორებ,
არც ზაფხულში ვუტენი ჯიბეებში კაკლის ფოთლებს.
გიჟი თავისუფალიაო, - მესმის ზურგსუკან...
არავინ მისწორებს მზერას...
შურთ... ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 656 / თარიღი: 2017-12-18 / 8:15 PM / ორშაბათი

« 1 2 ... 42 43 44 45 46 ... 415 416 »


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ნოემბერი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0