ლექსები - პოეზიის სამყარო
ორშაბათი, 2024-11-18, 5:30 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » ლექსები



შაბურა არაბული - მე აქ შემთხვევით მოვხვდი რატომღაც / shabura arabuli - me aq shemtkhvevit movkhvdi ratomghac


მე აქ შემთხვევით მოვხვდი როგორღაც...
ერთი ოთახი გაზაფხულია
და ყვავილივით კარგი გოგონა
ყიდის ყვავილებს!
თანაც რა კარგი სახელი ჰქვია
იმ ყვავილივით ლამაზ გოგონას:
მარინე!..
და აქ გულგრილად ვეღარ ჩავივლი,
პატარა სახლი ნაბიჯს ამირევს.
რომ მეყ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 943 / თარიღი: 2015-12-14 / 12:10 PM / ორშაბათი

შაბურა არაბული - ნეტავი ახლა ჩემს სახლში ვიყო / shabura arabuli - netavi akhla chems sakhlshi viko


ნეტავი ახლა ჩემს სახლში ვიყო,
სარკის წინ ვიდგე, წვერს ვიპარსავდე!
თავს რა ტყუილად დამჩხავი, ჩხიკვო,
თოვლს რა ტყუილად ვკოცნი შარშანდელს.
ახლა ტყუილად არ ვარ მღელვარე,
აღარ მომიდის სახლში სტუმარი,
სიზმარში ვხედავ მაღალ მწვერვალებს
და ღრუბლის მიდევს თავს ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1041 / თარიღი: 2015-12-14 / 12:09 PM / ორშაბათი

შაბურა არაბული - როცა პოეტი / shabura arabuli - roca poeti


როცა პოეტი
მუშაობს მტვირთავად
და უფროსი ჰყავს
ვიღაც ვირთავა,
მეტი ბედის
დაცინვა გინდათ?..

კომენტარები: 0 / ნანახია: 1173 / თარიღი: 2015-12-14 / 12:07 PM / ორშაბათი

შაბურა არაბული - ფუსფუსებს დიასახლისი / shabura arabuli - fusfusebs diasakhlisi


ფუსფუსებს დიასახლისი,
სახლის დირეზე ძაღლი ზის
და იჟანგება სოფელში
ჩემი ცელი და სახნისი...
და მეჟანგება ჯუთაში
ჯაჭვი და ფარ-მუზარადი,
მე კი ლუდსა ვსვამ უთასოდ,
ვლოთობ ზარიდან ზარამდი!
მაქვს სიგარეტიც, ხინკალიც
და ლუდიც, უიაფესი...
... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 927 / თარიღი: 2015-12-14 / 12:05 PM / ორშაბათი

შაბურა არაბული - ჩამოდიან ქალაქში / shabura arabuli - chamodian qalaqshi


ჩამოდიან ქალაქში
საყვარელი ნისლები,
სიკვდილს რვაჯერ გადავრჩი,
როდის გარდავიცვლები?!
სიზმრად მივალ მთებისკენ,
მიცინიან სულები,
ჩემი დაბადების დღეს
ხომ არ აღვესრულები?!

კომენტარები: 0 / ნანახია: 1000 / თარიღი: 2015-12-14 / 12:04 PM / ორშაბათი

შაბურა არაბული - ბავშვობა / shabura arabuli - bavshvoba


ხელჩაქნეული ბებია
მომჩერებია მომაკვდავს,
ჩემს ძმებსაც მიმატებია
დღეები, მე რომ მომაკლდა.
ავმა ზვავმა და მეწყერმა
სილაღე გადამითელა,
მე უკვე ბოდვა მეწყება,
ავად ვარ, ვებრძვი წითელას.
ჭალას გულდიდად ჩავივლი,
რამეთუ მაინც გადავრჩი,
... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 965 / თარიღი: 2015-12-14 / 12:03 PM / ორშაბათი

შაბურა არაბული - მამულს / shabura arabuli - mamuls


აქ ვარ... ათასჯერ სიზმრად ნახული
მეათასერთედ უნდა მენახე...
დამაკოცნინე შენი ხახული
და მომაფერე ბებერ ვენახებს.
ამანთებინე ქარში სანთლები,
ამანთებინე და მადარაჯე,
არ მაპატიო ერთი ჩათვლემაც,
გამომაღვიძე წამში მრავალჯერ.
გამახედნინე ურა კვიცები, ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 929 / თარიღი: 2015-12-13 / 8:28 PM / კვირა

შაბურა არაბული - სილოვანს / shabura arabuli - silovans


ვზივარ, მთელი დღე ვეწევი,
ვდარდობ, ვფიქრობ და ვოცნებობ...
ჩვენ ზეცას შეველეწებით,
მგოსნებო, ჩემო ფრთოსნებო.
არაყსაც დავლევთ არმაზში,
რომ არ გვახსენონ აგდებით,
მოვკლავთ, მარჯვენას არ მავჭრით,
სამშობლოს მტერს შევაკვდებით...
და მთებზე დაიმსხვრევია ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 971 / თარიღი: 2015-12-07 / 2:45 PM / ორშაბათი

შაბურა არაბული - ხევსურეთი / shabura arabuli - khevsureti


დევების ქვაბში გვენთო კოცონი
და ნაქალაქარ გულებს ვითბობდით
და მას, რაც გვწამდა, ანდა მოგვწონდა,
ვადღეგრძელებდით ყანწით თითოთი.
წვიმდა... ამინდი უცბად გაცუდდა,
ცეცხლს თაყვანს ვცემდით სამი წარმართი;
და გვიხაროდა, რომ ხარბ საწუთროს
ერთი კარგი დღე კიდევ წ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1074 / თარიღი: 2015-12-07 / 2:44 PM / ორშაბათი

უსათაურო


ქართვლის ჭირო თუ არ მკლავდი,
რაღად გამიუამრავდი?..

კომენტარები: 0 / ნანახია: 1021 / თარიღი: 2015-12-05 / 9:30 PM / შაბათი

« 1 2 ... 84 85 86 87 88 ... 415 416 »


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ნოემბერი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 2
სტუმარი: 2
მომხმარებელი: 0