ლექსები - პოეზიის სამყარო
ორშაბათი, 2024-11-18, 4:52 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » ლექსები



კარლო კაჭარავა - ბავშვებს, წვიმებს, ცარიელ მაწვნის ქილებს / karlo kacharava - bavshvebs, tscvimebs, cariel matsvnis qilebs


ბავშვებს, წვიმებს, ცარიელ მაწვნის ბოთლებს
გადაუფრენს ნოსტალგია მფრინავ თეფშებზე.
კარაქისა და საპნის რიგში მდგომ ადამიანებს
ძალუძთ მხოლოდ ჩემი სიხარული.
მიმავალთ სამარედქცეულ საწოლისაკენ.
რა აზრი აქვს აფიშებს, რომლებიც უფრო
თხოვნას ჰგვანან, ვიდრე ცთუნებას. ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 988 / თარიღი: 2015-12-14 / 12:33 PM / ორშაბათი

კარლო კაჭარავა - ანდერგრაუნდი / karlo kacharava - andergraundi


პატარა ნერვიული ქალი მოსკოვში რეკავს ტელეფონით
მგზავრობს გარეუბნის მატარებლით.
გაზეთებს კითხულობს, მისამართებს ცვლის,
მთვრალი იძინებს ტელევიზორთან, რომელიც ორი წელია არ მუშაობს.
პატარა ნერვიული ქალი მოსკოვში რეკავს.
გორილას ღიმილიდან იშლება მინდვრის ყვავილი მისთვის ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 938 / თარიღი: 2015-12-14 / 12:29 PM / ორშაბათი

კარლო კაჭარავა - ალენ გინსბერგის უცნობი ქრონიკა / karlo kacharava - alen ginsbergis ucnobi qronika


რადიო, ნოემბერი, ნავთი, ჩაკეტილი მინდვრები,
რომ ახსენებ მატარებელს.
მოგზაურობა ღმერთებისათვის.
მოგზაურობა ერთ ადგილზე სიარულისას.
სიზმარში ქუდი მოვპარე - ის არ იყო სხვა.
საშობაო ნაძვი თეთრია - მშიერი ბავშვია.
პარფიუმერიაა, კავკასიური ნაგაზია შენთვის.
... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 937 / თარიღი: 2015-12-14 / 12:28 PM / ორშაბათი

შაბურა არაბული -ამონათდნენ იები / shabura arabuli - amonatdnen iebi


ამონათდნენ იები _
ჩემი სიმპათიები...
ჩემი მილიარდები _
გაიფურჩქნენ ვარდები...
_ ტყეო, როგორ გიკითხო?
_ მთებო, როგორ ბრძანდებით?

კომენტარები: 0 / ნანახია: 1078 / თარიღი: 2015-12-14 / 12:19 PM / ორშაბათი

შაბურა არაბული -აქ ძაღლი მოკლეს / shabura arabuli - aq dzghli mokles


აქ ძაღლი მოკლეს და ძაღლის სისხლმა
ახალი თოვლი წითლად შეღება.
ცა ვარსკვლავს ისხამს და დილასისხამს
დაფრენს ჭილყვავი წითელფეხება.
ეძინა დაბას, ნაჯაფარს, დაღლილს,
ქარი ქუჩაში დავლურს უვლიდა,
ლეკვებისაკენ გარბოდა ძაღლი,
როცა იფეთქა ცეცხლმა ლულიდან.
... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1012 / თარიღი: 2015-12-14 / 12:18 PM / ორშაბათი

შაბურა არაბული -ახლა ისეთ კარ ხასიათზე ვარ / shabura arabuli - akhla iset karg khasiatze var


ახლა ისეთ კარგ გუნებაზე ვარ,
თითქოსდა გველი მომეკლას ცელით.
მშობლიურ მთებში თიბავს არსენა
და ჩემთან ერთად `მთიბლურსაც~ მღერის.
მე გავიზარდე, აღარ ვარ ბავშვი
და მიხარია მწვანე ნათიბი
და ჩიტებივით დაფრენენ ცაში
ჩვენი ცელების ათინათები.

კომენტარები: 0 / ნანახია: 929 / თარიღი: 2015-12-14 / 12:17 PM / ორშაბათი

შაბურა არაბული - ვწევ, სიგარეტი - ციცინათელა / shabura arabuli - vtscev, sigareti - cicinatela


ვწევ, სიგარეტი - ციცინათელა
ნატყვიარივით აჩნია ღამეს.
აქ ვარ, მზად ვარ და ველი ფათერაკს,
აუცილებლად მოხდება რამე.
შენ ოღონდ ფეხი არ აგერიოს,
შენ მხოლოდ ხელი არ შეგიშინდეს;
აუცილებლად აყირავდება
ამ ერთფეროვან დღეთა სიმშვიდე!
მშვენივრად უწყი, სხვ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 994 / თარიღი: 2015-12-14 / 12:17 PM / ორშაბათი

შაბურა არაბული - ზღვა ენერგია მაქვს დახარჯული / shabura arabuli - zghva energia maqvs dakharjuli


ზღვა ენერგია მაქვს დახარჯული
და ყველა ნერვი არის დამწვარი,
მე მაინც მომწონს ცეკვა ხანჯლური,
ალავერდი და მცხეთის ტაძარი.
ვიტყვი ხმამაღლა, თუნდაც გამთელონ,
არ გავიკარებ ფიქრებს, მზაკვარებს.
მე მაინც მიყვარს დღეს საქართველო
და ვერც ვერავინ გადამაყვარებს.

კომენტარები: 0 / ნანახია: 919 / თარიღი: 2015-12-14 / 12:15 PM / ორშაბათი

შაბურა არაბული - მარტო ვიბრძოდი ხანჯლითა / shabura arabuli - marto vibrdzodi khanjlita


მარტო ვიბრძოდი ხანჯლითა,
ხან არ ჭრიდა და ხან ჭრიდა,
ხოლო დამფრთხალი ქალები
იხედებოდნენ ფანჯრიდან.
მარტოს მათოვდა, მაწვიმდა,
არაყსაც ვსვამდი თასითა...
ეს გული ჯავრმა შეჭამა,
გული დარდისგან გასივდა.
ჭკუას მასწავლის მწერელტყვე
და გზას მასწა ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 950 / თარიღი: 2015-12-14 / 12:13 PM / ორშაბათი

შაბურა არაბული - მგელს - კრავი, ტურას - ქათამი / shabura arabuli - mgels - kravi, turas - qatami


მგელს - კრავი, ტურას - ქათამი,
შაბურას პური არ შია,
თოვლიან ქედებს ავლია
ნისლის მსუბუქი არშია.
მარტო ვარ, მარტო ვირჯები,
თმაგაჩეჩილი ქარშია...
იმ ქალმა ჩემთან სიცოცხლეს
სხვასთან სიკვდილი არჩია.

კომენტარები: 0 / ნანახია: 1031 / თარიღი: 2015-12-14 / 12:12 PM / ორშაბათი

« 1 2 ... 83 84 85 86 87 ... 415 416 »


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ნოემბერი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0