ლექსები - პოეზიის სამყარო
სამშაბათი, 2024-11-19, 5:33 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » ლექსები



ნიკოლოზ ქართველი (ძამიაშვილი) - * * * / nikoloz qartveli (dzamiashvili) - * * *


ყოველთვის
შენს სათქმელს სრულად ვერ აწერინებ შენ კალამს
და ტოვებ,
ივიწყებ, გულში იმ ჩათხრობილ ცოცხალ ვარამს.
ყოველთვის
ვერ დაწერ კარგ ლექსებს, მაგრამ ვიცი შენ ახლაც
სუნთქავ და
თუ ცოცხლობ, დილით, ყოველთვის ჩაის ან ყავას
მიირთმევ,
ალბათ!..

კომენტარები: 0 / ნანახია: 1091 / თარიღი: 2015-09-02 / 2:20 PM / ოთხშაბათი

ნიკოლოზ ქართველი (ძამიაშვილი) - მოდი!.. / nikoloz qartveli (dzamiashvili) - modi!..


ღამეა.
წვიმს.
წვეთები ეცემა მიწას
და
მისველებს
უშენობით,
თმასა და მხრებს.

და ისევ,
წკაპ!
წვეთები ეცემა მიწას
და
სიზმრებიც
არ მოდიან,
გადასახლდნენ.

და
გათენებას
ელოდებიან.
მოდი!..

... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1040 / თარიღი: 2015-09-02 / 2:19 PM / ოთხშაბათი

ნიკოლოზ ქართველი (ძამიაშვილი) - არ მესმის!.. / nikoloz qartveli (dzamiashvili) - ar mesmis!..


არ მესმის
რა სიამოვნებას
ღებულობ

როდესაც
ჩემს გულს მთელი ძალით
ხელს უჭერ?

და რადგან
ზოგჯერ ამ ტკივილს ვერ
ვგებულობ

მგონია
წახვედი. მიყურებ
ყველაზე

შორიდან
რადგანაც მანძილი
შენც იცი
... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1231 / თარიღი: 2015-09-02 / 2:18 PM / ოთხშაბათი

ნიკოლოზ ქართველი (ძამიაშვილი) - * * * / nikoloz qartveli (dzamiashvili) - * * *


იამ გშვა და სხვისკენ
გაიხედე დარდად.
დრომ კი შუადღისკენ
გაიხადა კაბა.
მე კი ისევ ფოთლებს
ვუყურებდი მარტო.
მეტირები მხოლოდ,
გულით მინდა გხატო.
შენ კი სხვის მკლავებში
გუშინ ნებივრობდი.
ჩემში ილახება
სიტყვა.
შენ გითმობდი
... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 970 / თარიღი: 2015-09-02 / 2:16 PM / ოთხშაბათი

ნიკოლოზ ქართველი (ძამიაშვილი) - * * * / nikoloz qartveli (dzamiashvili) - * * *


ჩემს ხელზე ამოსულ
ჯეჯილსაც
სურს ეკოცა რბილ შენს კანს და..

შენ მერე გაისწორებ
თმებს.
ცივ წყალს
რომ მოსვამდი გიხდებოდა.

შემდეგ კი ისევე
მე ვგრძნობდი
ხელზე შენი თმის შეხებას

მერე კი წუთებად
დღეს ვყოფდი,
რადგ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 2 / ნანახია: 1045 / თარიღი: 2015-08-25 / 6:32 PM / სამშაბათი

ნიკოლოზ ქართველი (ძამიაშვილი) - ხალხში მარტოსული / nikoloz qartveli (dzamiashvili) - khalkhshi martosuli


როცა სიმარტოვეს
გრძნობ შენ ათას კაცში,
როცა ბოდიალობ,
გეზი არ გაქვს თავში.

როცა გიყვარდება
ღამე ზღვის ნაპირი,
როცა ვინმე უცხო
გოგო ზის და ტირის.

გინდა დაამშვიდო,
მაგრამ ვერ მიდიხარ,
ბოლოს გაბედავ და
ძლიერ გერიდება.
... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1065 / თარიღი: 2015-08-25 / 6:31 PM / სამშაბათი

ნიკოლოზ ქართველი (ძამიაშვილი) - აფხაზეთი / nikoloz qartveli (dzamiashvili) - afkhazeti


არა, მაინც ისე ვერ ვთქვი, როგორც მინდოდა ...

რატომ ვერ ვიყოფთ ძმურად სულელნი,
ერთი ცაა და ერთი ღრუბელი
ერთხელ წავა და მერე სულ ელი
რადგან ცრემლით და იყავ თუ ღელვით
შენ რომ გენახა, მიწა იმ ცის ქვეშ
რა სჭირს, ან რა ჭრის, გულს რომ იშიშვლა
ყველა სისხლძ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 952 / თარიღი: 2015-08-25 / 6:29 PM / სამშაბათი

ნიკოლოზ ქართველი (ძამიაშვილი) - აბდაუბდა.ჯი / nikoloz qartveli (dzamiashvili) - abdaubda.ge


როდესაც ფრაზას
მიჰყვება ფრაზა,
როგორც ლუდს ქაფი
ტალღას კი ტალღა.
მაშინ ჩამძირა
სიტყვებში აზრმა,
დამკარგა წუთით
თან დაიკარგა
თვითონაც!..



კომენტარები: 0 / ნანახია: 1076 / თარიღი: 2015-08-25 / 6:27 PM / სამშაბათი

ნიკოლოზ ქართველი (ძამიაშვილი) - ჩემს რუსთავის ქუჩებში ბოდიალი / nikoloz qartveli (dzamiashvili) - chems rustavis quchebshi bodiali


იმავე ადგილს
ათასჯერ განვლილს
ისევე ვტკეპნი.
ვსეირნობ მარტო,
არ მესმის რატომ
არ ესმით ჩემი.
თვალებდახუჭულს
მივყავარ გზას და
ცხოვრება მიდგას
თვალწინ და ახლა
ტროტუარს გავლა
არ სურდა ფიქრად
პირველად მომდის
დაღლილზე ოფლით ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1093 / თარიღი: 2015-08-25 / 6:26 PM / სამშაბათი

ნიკოლოზ ქართველი (ძამიაშვილი) - მორიგი ვერლიბრი შენ-ზე / nikoloz qartveli (dzamiashvili) - morigi verlibri shen-ze


მოწმენდილ ცაზე ჩანს
მხოლოდ სამი ვარსკვლავი,
რომელიც ანათებს
ჩემთვის და უფრო ახლოს
არიან ვიდრე
შ ე ნ ! . .



კომენტარები: 0 / ნანახია: 1140 / თარიღი: 2015-08-25 / 6:24 PM / სამშაბათი

« 1 2 ... 107 108 109 110 111 ... 415 416 »


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ნოემბერი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0