შენ უნდა გერქვას ჩიტი ნიბლია და ანგელოზად ცის თაღზე იჯდე, შენი დანახვა ერთი ხიბლია და ამ რითმებსაც ამიტომ გიწერ! შენ უნდა გერქვას ნაზი ლილია და დედოფლადაც ყვავილთა იყვე, შენი დახატვა რთულად მიცნია და ამ მშვენებას სიტყვებით გიფერ! შენ უნდა გერქვას თრობის მისს-ია, ყურძნის მტევნებად სავაზეს ირგე, შენი დაყლაპვა წრთომის მისია და ამ გამოცდას ფრთაშესხმულ ვიფრენ! შენ უნდა გერქვას თოვლის ფიფქია, ზამთრის ქათქათა საბანში იწვე, შენი დალანდვა ბევრჯერ მიცდია, ამ გაზაფხულსაც მოგიყვან კიდევ! შენ უნდა გერქვას ქრობის ნისლია, ჩემი ოცნების მწვერვალზე იდგე, შენი დაკარგვა გმობის ღირსია და ამ სიყვარულს ლექსებად გიფენ!
ავტორი–ალექსანდრე ამირიძე.
გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..