Загрузка...
ანა მინდიკაური - მე გოგო ვარ, ანუ გაორება - 24 თებერვალში 2013 - პოეზიის სამყარო
ხუთშაბათი, 2024-11-21, 6:51 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2013 » თებერვალი » 24 » ანა მინდიკაური - მე გოგო ვარ, ანუ გაორება


9:35 PM
ანა მინდიკაური - მე გოგო ვარ, ანუ გაორება
ჩემში თითქოს დაიბადა რითმა, ანდაც უცებ ამერია გზები,
ლექსებს ისევ ვაჟკაცურად გიწერ, მე ხომ მხრებზე ჩამოვუშვი თმები.
იქნებ რაღაც შეცდომაა ღმერთო?! იქნებ მუზას აერია ფეხი ?!
მე ხომ ქალად დავიბადე იმ დღეს და ქალადვე მიმიბარებს მთები.

წამიერად მომაწვება რაღაც, ჩემში თითქოს გაიღვიძებს მხეცი,
ფურცლის იქით ვტოვებ ყველა ქალურს და ხევსური მოვაჟკაცო ვხდები.
ვფიქრობ ისევ დავიჩემო რითმა და სტრიქონებს მოვუქსოვო ფრთები
რომ აფრინდნენ მაღლა, მაღლა ერთად დაივიწყონ ქალაქური გზები.

მე არ ვიცი რა დავარქვა ლექსებს, არც თარიღებს არ ვაკუთნებ წარსულს,
ან რატო ვწერ, თუ ვიცოდე დედი, მეც არ ვიცი ცხოვრებაში რა მსურს.
გეფიცები ერთხელ, მხოლოდ ერთხელ სიმთვრალეში დამეწერა ლექსი
მე გოგო ვარ, ახალგაზრდა გოგო, მაგრამ მამრი უფრო ჭარბობს ჩემში.

მინდა თავი დავანებო დედა, სულ შევეშვა სტრიქონების ქარგვას
ჩემი ბრალი ეს არ არის დედი, თვითონ ლექსი არ მეშვება თავად.
ჩემში თითქოს იბადება რითმა, თითქოს გული ეჭიდება კალამს
ოხ როგორ მსურს დავივიწყო სხვები, ერთიანად გავატანო არაგვს.

დედა, ვიცი გაიფიქრებ რასაც, ეს ხევსურის ჩვევააო იტყვი,
განა ხევსურს შეუძლია მშვიდად საქალაქო ცხოვრებაზე ფიქრი ?!
დედა იცი რა ლამაზად ჩნდება, არდოტრს როცა მოადგება ნისლი
არ იფიქრო რას ამბობსო დედა, არ იფიქრო ხევსურია გიჟი.

ჩემში თითქოს დაიბადა რითმა, ანდაც უცებ ამერია გზები
ლექსებს ისევ ვაჟკაცურად გიწერ, მე ხომ მხრებზე ჩამოვუშვუ თმები
იქნებ რაღაც შეცდომაა ღმერთო?! იქნებ მუზას აერია ფეხი?!
მე ხომ ქალად დავიბადე იმ დღეს და ქალადვე მიმიბარებს მთები.

ავტ: ანა მინდიკაური


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 2011 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, ლექსი, leqsebis portali, პოეზია, ლექსები, leqsebi, poeziis portali, ლექსების პორტალი, leksebi, პოეზიის პორტალი | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2013  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0