Загрузка...
მინდია არაბული - საღამო. სოფელი. ღმერთი - 24 თებერვალში 2013 - პოეზიის სამყარო
შაბათი, 2024-12-28, 10:47 AM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2013 » თებერვალი » 24 » მინდია არაბული - საღამო. სოფელი. ღმერთი


10:03 PM
მინდია არაბული - საღამო. სოფელი. ღმერთი
მე და შენ ერთხელაც გავყვებით ამ შარას,
ამ ხეებს და მერე ამ ბოლო შესახვევს
გავცდებით. ნიავმა მიწიდან აშალა
ფიქრები საერთოდ არაფრის შესახებ.

მერე კი ხავსმა და სიყვითლემ წალეკოს
ქოხები - მიწაზე ჩრდილგადაწელილნი,
გზები და ნახევრად მოშლილი სამრეკლო
ზეცას რომ შეუდგეს ფუტურო ძელივით.

მერე კი ყოველი საღამოს მიწურულს
სუნი რომ დადგება წვიმის და ქუხილის,
ჭინჭრით და ჩრდილებით დაფარულ მიწურებს
ფრთების ქვეშ შერეკავს სიბნელე კრუხივით.

და ასე, დღეების ჩამონაღვენთიდან
ამოჰკრეფ წუთებს და ამოჰკრეფ საათებს.
კიბეზე გამოვა მოხუცი ღმერთი და
უძილო ღმერთი და სველ დილას აანთებს.

მერე კი სიჩუმე, სიჩუმე და ციდან
არ მოვა წვიმა და არ მოვა პასუხი,
რომ ღამით ჩვეულზე ზედმეტად დასცილდა
ზედმეტად დასცილდა მომავალს წარსული.

დილით კი ერთ მხარეს ცა ჩამოიშალა
და რაღა აზრი აქვს, წლები თუ წამები...
გამოვა ღმერთი და გაჰყვება იმ შარას,
რომლითაც ოდესღაც მე და შენ წავედით.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 2238 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, ლექსი, leqsebis portali, პოეზია, ლექსები, leqsebi, ლექსების პორტალი, poeziis portali, leksebi, პოეზიის პორტალი | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2013  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0