Загрузка...
ბაჩო ზაქაიძე - მწარე სიტკბო / bacho zaqaidze - mtscare sitkbo - 25 თებერვალში 2013 - პოეზიის სამყარო
ხუთშაბათი, 2024-11-21, 2:33 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2013 » თებერვალი » 25 » ბაჩო ზაქაიძე - მწარე სიტკბო / bacho zaqaidze - mtscare sitkbo


4:44 PM
ბაჩო ზაქაიძე - მწარე სიტკბო / bacho zaqaidze - mtscare sitkbo
მომიტევე უნებლიე სითავხედე,

შენზე ფიქრი დავიჩემე ქალბატონო,

ცხოვრებაში კიდევ ერთხელ ვითავხედე,

ნუ დამძრახავ, რადგან მინდა გაბატონო.





სხვას ეკუთვნი გამაგიჟებ ქალბატონო,

ჩემ ცხოვრებას ღერი-ღერზე ვეწევი,

დავიღუპო არ ვინაღვლებ, კი ბატონო,

ოღონდ მითხრა რომ ოდესმე მეწვევი.





ყოველ ღამე დასეირნობ ჩემ ფიქრებში,

ქალბატონო ნეტა ვისი ბრალია?

პასუხს ვეძებ გარინდებულ ცივ ფიფქებში,

ანგელოზი თუ ნამდვილი ქალია ?!





ცას ავხედე, სამოთხისკენ გავიხედე,

იქ დავიწყე შენი ძეგლის შენება,

ვერ გავძელი შენ სურათზე დავიხედე

და დაჩრდილე ზეციური მშვენება.





შეგიყვარე ვეღარ ვმალავ ქალბატონო,

მომერიე, შენზე ფიქრში დამიმონე,

ვეღარ შევძლებ დუმილი რომ ვაბატონო,

ეს გრძნობები სიყვარულად გამიგონე.





შენთვის ალბათ სამუდამოდ ვიმონეტებ,

ეს სიტყვებიც შენთვის ალბათ მტვერია,

კალამს ვიღებ მიანც შენთვის ვიპოეტებ,

სიყვარული თავზე გადამმტვრევია.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1835 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, bachana zaqaidze, b.zaqaidze, პოეზია, ლექსები, leqsebi, bacho zaqaidze, ბ.ზაქაიძე, ბაჩანა ზაქაიძე, ბაჩო ზაქაიძე | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2013  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 2
სტუმარი: 2
მომხმარებელი: 0