მთავარი » 2013 » თებერვალი » 25 » ბაჩო ზაქაიძე - დრო საათზე იყურება / bacho zaqaidze - dro saatze ikureba
4:52 PM ბაჩო ზაქაიძე - დრო საათზე იყურება / bacho zaqaidze - dro saatze ikureba
|
ნეტა რისთვის მოვიცადო?
რისთვის ვიგრძნო ტკივილი,
შენც გირჩევ რომ არ იცადო,
არ გიშველის ყვირილი.
მსურს ყოველი განვიცადო,
ვიგრძნო გულის კივილი,
რისთვის უნდა დაიცადო?
არ მოგბეზრდა ტირილი?
რომ გავჩერდეთ რას ვუცადოთ?
დრო ყველაფერს დაშლის,
არ მსურს ვინმეს მოვუცადოთ!
დრო მათ ფრთებსაც გაშლის.
რაღად გვინდა კიდევ ვცადოთ,
ჭამა ევას ვაშლის,
სხვა ცხოვრება გამოვცადოთ,
დრო სანამ ჩვენც წაგვშლის.
დრო ცოტაა ეს თუ გესმის?
ჟამი მალე მოგვგრეხს კისერს,
კუპიდონიც აღარ გვესვრის,
სიყვარულით სავსე ისრებს.
ჩემ ბავშვობას ჭაღარა ცვლის,
წვერი თეთრად მემურება,
სიცოცხლეში სიკვდილს მიცვლის,
სხვა არაფერს მემდურება.
მეჩქარება დრო არ მიცდის,
რადგან დროში იწურება,
სიკვდილს მამთხვევს არ განიცდის,
სულ საათზე იყურება.
ამიტომ გთხოვ არ იცადო,
ლოდინს ხშირად ცუდი მოაქვს,
ეცადე, რომ განიცადო,
რადგან დროსაც თავის დრო აქვს.
რისკზე წადი უნდა სცადო.
რა გაშინებს? რა მოგივა?
ცხოვრება რომ გამოსცადო,
უნდა სცადო... გამოგივა.
დამიჯერე ვინც კი სცადა,
მან ცხოვრებაც გამოცადა,
დაივიწყე სიტყვა მოცდა,
გადააგდე უკვე მოცვდა!!!
გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..
|
კატეგორია: ლექსები |
ნანახია: 2031 |
დაამატა: InterestingSite
| ტეგები: poezia, bachana zaqaidze, b.zaqaidze, პოეზია, ლექსები, leqsebi, bacho zaqaidze, ბ.ზაქაიძე, ბაჩანა ზაქაიძე, ბაჩო ზაქაიძე
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
სტატისტიკა
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0
|
|