4:54 PM ბაჩო ზაქაიძე - ბედი ჩვენით გართულია/ bacho zaqaidze - bedi chvenit gartulia
|
სიცოცხლე მსურს შევინახო,
ეს სურვილი ასრულდება,
თუნდაც მწარედ შევილახო,
ბრძოლა აქ არ დასრულდება.
მსურს შევცვალო ბედისწერა,
ვათელინო ჩემი კვალი,
რომ არ გავხდე ვინმეს წერა,
ისეც გვყოფნის ღმერთის ვალი.
ბრჭყალებს იმტვრევს ვაება,
ნეტარებას რომ გამყაროს,
მაგრამ თვითონ გაება,
არ ვნებდები სამყაროს.
დღეს გამოაქვთ განაჩენი,
მიწა ჩემ ლეშს ითხოვს,
ვის ანაღვლებს დანარჩენი,
მე სამარე მიხმობს.
ვსიკვდილდები არვინ მარჩენს,
თან მსდევს მხოლოდ აჩრდილი,
ვემსგავსები ძვლების ნარჩენს,
ოთხ ფიცარში გაჩრილი.
ბედო გული გამიჩერე,
მადლობა რომ არ დავრჩი,
შენ მიშველე დამიჯერე,
მე სიკვდილიდ გადვარჩი.
მე ვიგრძენი ქვეყნის არსი,
აღარ ვცდილობ შიგნით ჩაბმას,
დედამიწა გახდა ფარსი,
ყველა ცდილობს მახის გაბმას.
იუდაა ქვეყანაზე დარჩენილი,
დაატარებს ანგელოზის სახეს,
ღალატია ყველაფერში ჩარჩენილი,
სამართალი ტყუილებში ნახეს.
ჩემნაირებს შენთან ბევრი გაუგია,
მოკვდინება სასურველად მიიჩნიეს,
ამ ბრძოლაში თურმე ყველას წაუგია,
ეშმაკი რომ სამეგობროთ მიიჩვიეს.
მართლა მინდა დაგანახო,
ეს ცხოვრება რა რთულია,
შენი თვალით უნდა ნახო,
ბედი ჩვენით გართულია.
რა თბილია არ ვიცოდი,
მიწა სადაც ცივა,
შენ სამყაროვ არ გიცნობდი,
მშრალი ცრემლი მცვივა.
ქვეყანაზე რაც კი ძვლები დამრჩენია,
არ დავტოვე, საფლავის ქვით დავლეწე,
ჯოჯოხეთი თურმე შვილად გამჩენია,
მე კარიბჭე ჩემი ხელით გავლეწე.
აქ ცოდვები ყველასათვის ნათელია,
ვერ გაბედავს ვინმემ მახე გააბას,
ლუციფერი აქ ყველაფრის მმართველია,
საწოლი გვაქვს ერთი მე და ბარაბას.
გადავწყვიტე მწველი ცეცხლის ატანა,
სულის გვამი გვამს ხელიდან მეცლება,
წრფელი გულით მელოდება სატანა,
ჯოჯოხეთი ჯოჯოხეთით მეცვლება.
გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..
|
კატეგორია: ლექსები |
ნანახია: 1943 |
დაამატა: InterestingSite
| ტეგები: poezia, bachana zaqaidze, b.zaqaidze, პოეზია, ლექსები, leqsebi, bacho zaqaidze, ბ.ზაქაიძე, ბაჩანა ზაქაიძე, ბაჩო ზაქაიძე
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
სტატისტიკა
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0
|