4:57 PM ბაჩო ზაქაიძე - პური ან ჯვარი (მეორედ მოსვლა) / bacho zaqaidze - puri an jvari (meored mosvla)
|
ქარით აყრილი უწყლო ღრუბლები მოსდგა სამყაროს,
შერცხვენილ ზღვას სურს უკუნეთის შხეფი გვაყაროს,
სიკვდილის ჩრდილი ზეცის ფონზე დგას და ამაყობს,
პური და ჯვარი ცოდვის შვილებს მალე გადაყოფს.
სარეცელი აქვს წყვდიადს გაშლილი გაბადრულ ცაზე,
გველების მსგავსად საკუთარ გესლს ტოვებენ ქვაზე,
დღეები ჩაქრა, ორგზის მომკვდარნი დაძრწიან გზაზე,
ტყავში და ხორცში ჩამპალ ჩონჩხებს აბნევენ განზე.
სულის საგანძურად მხოლოდ ცოდვები გადურჩევიათ,
მწველი მზის ნაცვლად, მეხის გრგვინვა აურჩევიათ,
ეშმაკისეულთ საძირკველი ბოლო წუთას გაურჩევიათ,
უფლის ნაცვლად კი კვლავ ბარაბა გადურჩენიათ.
ადამის მსგავსად შეცოდებებს ბინა აქვს მტვერში,
ძირს განთხეულთა ქვის ფეთქვები მოისმის მკერდში,
სინდისის გორა დასდგომიათ უძლეველ მტრებში,
ღვინის მაგივრად სისხლს წურავენ მდუღარე ქვევრში.
ვარდების ნაცვლად მალე ეკლები ამოიყრება,
სიყრმის ცოდვებიც განსაკითხად გადმოიყრება,
გადარეცხილი იმედები საუკუნოდ გამოიყრება,
სურვილისათვის ვარსკვლავიც არ ჩამოიყრება.
ჰაერში გდებულ დედამიწას უკუნეთი შემოეხვია,
ნახევარ მთვარეს ნახევარიც შემოეხია,
ცას რომ ანათებს,ერთადერთი ბნელი მეხია
,ვაების დღეებს ყველას გული შეუტეხია.
მუმიის მსგავსად ქარს ბურუსი გადახვევია,
მზეს თავის სხივი სიცივისგან გადახევია,
ღრუბლები მხოლოდ მეხის ცემით განახევია,
ქვესკნელის ბნელი სულიერებს განდანთხევია.
ვაშლიც არ ყოფნით ქვეყანაზე “ევების” ხროვას,
გველი კბილს ლესავს აირჩია სუსტების გროვა,
სიცოცხლის ძაფი გადახლართა აყენა გორა,
სიკვდილის პირმშოდ მნათობებიც გადააგორა.
ხალხთა იმედი წარეხოცა უდაბნოს ქვიშას,
ადამის მოდგმა ელოდება შემქმნელის ნიშანს,
მაღალი ღმერთი განსაცდელად ლუციფერს ნიშნავს,
უნდა გაუძლონ ღვთის შვილებმა ლოცვებით მის შავს.
თავის სიმართლით დადიოდნენ ამაყი სახით,
არ შინდებოდნენ მეორეჯერ იესოს ნახვით,
მის შემწეობას მოითხოვდნენ ბოროტი ზრახვით,
წრეს უხაზავდნენ ბნელის საზღვრებს ბინძური არხით.
აღმოსავლეთის ქარით ხვეტდა ჩვენს შექმნილ ბოდვებს,
გავარვარებულ ძვლებში ჟლეტდა უმეცარ ცოდვებს,
მალე ვიხილავთ და სიმართლეს სულ ყველას მოსდებს,
ღვთის სახლის გარდა სადაც წავალთ, ეშმაკი მოგვდევს.
უკვე სინათლე ჩამობნელდა შავი კარებით,
გადავიწყებულ ადგილებში დგანან ფარებით,
სამოთხის სია ამოივსო მხოლოდ არებით,
უკვდავი სულიც დაიღალა ლეშის ტარებით.
წყალივით სვამდნენ მოჰყვებოდნენ ზესკნელის გმობას,
ტალახში მოსვრილ შერისხულებს უმხელდნენ ნდობას,
იუდას მსგავსად იფიცებდნენ სავერცხლე ძმობას,
სიმდიდრის გამო შერყეულნი იწყებედნენ მტრობას.
იესოს ნაცვლად ახლა ჯვარზე ხალხი ეკვრება,
შუბლზე და ხელზე მარწუხები გადაეკვრება,
ექვსების ცვენა მთელ სამყაროს ხროვად ეყრება,
ის გადარჩება, ვინც მამაღმერთს არ გაეყრება.
ხაფანგს ქუსლით ჰყავს დაჭერილი შემცდარი სული,
მათ თვალწინ დადის მგლოვიარე, მძიმე წარსული,
მათი მშველელი არსად არ ჩანს შორით წასული,
ბერწია მოთქმა, უღვთოდ არის ქვევით ჩასული.
ქარი დამძიმდა ცოდვის წონა აწვება ზურგზე,
ჯვარი ჩრდილშია მათ გაცვალეს იესო პურზე,
ხელებს ითბობენ გადაფერფრილ ნახშირის მურზე,
წყურვილს იკლავენ ერთმანეთის სისხლიან სუნზე.
მზე აღარსად ჩანს მოკიაფე ზღვის ხერხემალზე,
შიშის ზარია დაცემული მის შეხედვაზე,
სისხლი იგრძნობა შედედებულ წყლის შეხებაზე,
ღრუბელიც ტირის ნერვიულობს ღვთის შეხვედრაზე.
მზეც ცოდვილია, რცხვენია, რომ ამ ხალხს ათბობდა,
სხივების კონად სიცივის ჟამს მათ რომ ათოვდა,
მანაც შეცოდა, რადგან ყველას თბილით ართობდა,
გაყინულ სხეულთ თავის ცხელით წამში ათრობდა.
თიხით მოზელილი კაცთა მოდგმა ყველაფერს გასცდა,
ნანგრევებიდან გამოწვდილ ხელს საპასუხო არავინ გასცა,
ამის შემყურემ დედამიწას განწირული წყვდიადი დასცა,
მიშველეს მეტი ლოცვის მსგავსი არც ერთს არ დასცდა.
რისთვის სჭირდება ნეტა უფალს თქვენი სიმართლე?!
პასუხს მოგთხოვთ და მის წინაშე თავი იმართლეთ,
ლეშად ქცეულნი ჯოჯოხეთის ცეცხლში ინათებთ,
ზესთასოფლისკენ გზას ვერაფრით ვერ გაინათებთ.
მთლიან სამყაროს წყვდიადიღა დაატრიალებს,
ჭინკის მსგავს კაცებს სამუდამოდ გაატიალებს,
სისხლში დამხჩვალნი ფესვებიდან გააპრიალებს,
სატანის შვილებს ქვესკნელისკენ გაატრიალებს.
სვავიც ვერ ძღება დამპალ ლეშში გახვეულია,
ვეღარც დაფრინავს მისი ფრთებიც დახეულია,
მიწა და ხორცი ერთმანეთში ჩახვეულია,
ნაწლავთა მუჭა ქვის გარშემო დახვეულია.
ნოეც არსად ჩანს, კიდობანის ამშენებელი,
ის აღარ არის ხალხთა მოდგმის მომშენებელი,
გლოვის სარეცელზე იმედების დამშენებელი,
აღარავინ ჩანს ურწმუნოთა მომშველებელი.
ქარმა დაბერა დაბურულ ცაზე ბნელი აიხსნა,
ბოროტეულის მძიმე ჯაჭვი ლეწვით ჩაიხსნა,
განსაკითხველად ყველა კარი უმალ გაიხსნა,
ლავად დამწვარნიც გამოუშვა მცირედ დაიხსნა.
უკან მოსვლამდე დარჩენილი ბოლო წამებია,
ხალხის ცოდვები უამრავჯერ ნაწამებია,
უფალი მოდის ჩვენი ცოდვა გამწარებია,
მისი თვალები განთიადის წამწამებია.
მთაში გახიზნულთ უფლის მიმართ იწყეს გალობა,
მათ მიიღეს და აღიარეს ღმერთის მთავრობა,
სულში ჩაიკლეს ხორციელი ყველა მზაკვრობა,
ეშმაკს არჩიეს ზეციური მართლით გათბობა.
და სწორედ იქით მიიმართა ქრისტეს ნათელი,
შარავანდედით გაბრდღვიალდა ყველა სანთელი,
ყველას მოჰკითხავს, ვინც არსებობს ხატის გამთელი,
სამოთხის გზისკენ წავა მხოლოდ სულით ჯანმრთელი.
მოზელილ ტალახს მიირთმევდნენ თქვენი ლოცვისთვის,
მათ ვაცოცხლებდი მადლობელი ვარ ჩემი მოცდისთვის,
არ გავიმეტებ არც ერთ წრფელ კაცს ბნელი ხოცვისთვის,
პირს თუ იწმენდდით ნეტა წმინდა ხატზე კოცნისთვის.
ქარის ქროლვებით ლაპარაკობს დიადი ბრძენი,
მთელ დედამიწას შემოეკვრნენ სინათლის ძენი,
მორჩა წამება ყველამ იგემა თავისი ძღვენი,
ჩემს კითხვებზე კი გამამართლებელ პასუხებს ველი:
რატომ მეძახდით მხოლოდ მაშინ როცა გიჭირდათ?
სად გამაქრობდით როცა ბედი კარგად გიჭრიდათ,
თქვენი ყოველი გასაჭირი მეც ხომ მიჭირდა?!
ჩემო ხატებო, საეშმაკო რა გაგიჭრიდათ?!
თუ რამე გაკლდათ მხოლოდ თქვენი სულებისათვის,
არ შეგეწირად წრფელი რწმენა ცდუნებისათვის,
უმადურობით, მე მლანძღავდით ფულებისათვის,
ჩემი სამყოფი მიგეჩინათ მდგმურებისათვის.
არ მინდა გითხრა ადამიანო მთელი ცოდვები,
ამ ყოველივე სასჯელისთვის კვლავ მეცოდები,
ყველაზე მეტად მე მამძიმებს თქვენი ლოდები,
კიდევ დაგაცდი, განკითხვის დღეზე იქ გელოდები.
ცოტა დროს მოგცემთ, დაგიბრუნებთ ძველ დედამიწას,
კვლავ დაინახავთ მაგ თვალებით ცას, მზეს და მიწას,
მუდამ გახსოვდეთ თითო ცოდვა, მაგ სულს რომ გიწვავს,
არ გაპატიებთ მესამეჯერ ნაჩუქარი სულების ბილწვას.
პატრიარქი და მისი შვილნი მოთქვამდნენ თქვენზე,
ცრემლით სავსენი იდგნენ მუხლებით წვეტიან ქვებზე,
ვერ გაგწირავდნენ, უკვე შემჯდარნო ეშმაკის რქებზე,
მათ გამო გტოვებთ ქვეყანაზე, ილოცეთ ღმერთზე.
გზას რომ განახებთ, მათ გაყევით გვერდზე არ დარჩეთ,
არ განიკითხოთ სხვა ცოდვილნი, თქვენ ვერ გაარჩევთ,
დაგმეთ სატანა, სიკეთეში მე თუ გამარჩევთ,
სხვა არაფერი შეგიძლიათ, თქვენ რომ გადარჩეთ.
ღვთვის ნაჩუქარი ჩვენი შანსი სულ ყველას თან გვაქვს,
ხორცის სიმძიმით კვლავ ნატანჯი სულები დაგვაქვს,
რამეს შევცოდავთ არ გვანაღვლებს ფიქრიდან გაგვაქვს,
მეტს არ მოითმენს, ჩვენ განვსაჯოთ ღვთიური რა გვაქვს.
ვეცდები ბოლოს ღმერთის ენა გამოვიყენო,
სათქმელი მისი ტკივილიდან წამოგიყენოთ:
"იცოდეთ მეტჯერ აღარასდროს გამომიყენოთ,
და ბოლო შანსი სასიკეთოდ გამოიყენოთ!!!!"
გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..
|
კატეგორია: ლექსები |
ნანახია: 2270 |
დაამატა: InterestingSite
| ტეგები: poezia, bachana zaqaidze, b.zaqaidze, პოეზია, ლექსები, leqsebi, bacho zaqaidze, ბ.ზაქაიძე, ბაჩანა ზაქაიძე, ბაჩო ზაქაიძე
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
სტატისტიკა
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0
|