5:02 PM ბაჩო ზაქაიძე - მკიდიხარ / bacho zaqaidze - mkidikhar
|
მე არ მკლავს დროის ცვლილება,
მე მკლავს შეცვლილი როლები,
სიტკბო, როდესაც სიმწრით იცვლება,
მე მაშინ მანგრევს ფიქრთან ომები.
ნაზად დაგიპყრეს შენ დემონებმა,
გრძნობით ვარ სავსე, არც მეტოლები,
ჩემი ფიქრები შენ გემონება,
სულ რა გაჩხუბებს, რას მეტორები?!
შენი სხეული გსურს სხვებს მოჰფინო,
მიმტკიცებ: სხვა მყავს ეს არის ფაქტი,
გთხოვ შეიცვალე ჩემო ყოფილო,
თუ შეიძლება ჩემს მიმართ აქტი.
რაებს სულელობ, ან რას მატყუებ?
ამ ლეგენდებით რას ცდილობ ვითომ?
ლტოლვებს შენ მიმართ თუ მოადუნებ,
სანანებელი გექნება თვითონ...
სადაც არ მხედავ სულ ყველგან მიბღვერ,
მწარე სიტყვების ლექსიკონს იჩვევ,
სუფთა გრძნობების სიმშვიდეს მიმღვრევ,
არ გისმენ... და ჩემს სიყვარულს გირჩევ.
თვალებში მიცქერ ვიცი გიყვარვარ,
მაგრამ არ ამბობ გინდა დამალვა,
ამ განცდებს ისე ქვევით მიჰყავხარ,
აღარც გიშველოს იქნებ წამალმა.
რადგან ასე გსურს, მაშინ გნებდები,
ნამდვილად ვიცი მოგენატრები,
ვნახავ უჩემოდ როგორ ბერდები,
ჩემი გახდიო შემევედრები.
შენთვის თეთრია ყოველი ღამე,
ჩემი გრძნობები დიდი ხნით ვმალე?
ჩემი ბრალია ნეტავი რამე?
ჭკუიდან შეგშლის კითხვები მალე.
მოდიხარ ჩემთან ჩუმად მომითხრობ,
როდესაც გხედავ წამებში მათრობ,
მერე ცრემლებსაც ურცხვად მოიმხობ,
გთხოვ მაპატიე ყველაფერს დავთმობ.
მიკვირს ასე კარგად როგორ გამაცინე,
ურცხვად მითხარი: “მე შენ მინდიხარ”,
უჩემო ცხოვრების კართან გაგაცილე,
სხვა გზა არ არის და შენც მიდიხარ.
სიჩუმეს ჩუმად არღვევს სიცილი,
ფიქრში გავივლებ,უკვე დიდი ხარ,
მთელი სხეულით შენზე ვიცინი,
რა ვქნა ძვირფასო მე შენ მკიდიხარ!!!
გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..
|
კატეგორია: ლექსები |
ნანახია: 2592 |
დაამატა: InterestingSite
| ტეგები: poezia, bachana zaqaidze, b.zaqaidze, პოეზია, ლექსები, leqsebi, bacho zaqaidze, ბ.ზაქაიძე, ბაჩანა ზაქაიძე, ბაჩო ზაქაიძე
| რეიტინგი: 2.0/1 |
|
სტატისტიკა
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0
|