Загрузка...
ბაჩო ზაქაიძე - მებაღე / bacho zaqaidze - mebage - 25 თებერვალში 2013 - პოეზიის სამყარო
ხუთშაბათი, 2024-11-14, 8:17 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2013 » თებერვალი » 25 » ბაჩო ზაქაიძე - მებაღე / bacho zaqaidze - mebage


11:01 PM
ბაჩო ზაქაიძე - მებაღე / bacho zaqaidze - mebage
სულ მარტო დგას და ბაღებს ამწვანებს,

რა ქნას ვერ ჩერდება, ბუნება აწვალებს,

გათელილ ბალახის შეხედვა აწამებს,

მის შინაგან მეს მთლიანად ამწარებს.





გარეთ ზამთარია, ქარია, ცივა,

მაინც გარეთ გავა ხეებთან მივა,

ფოთოლთა ცვენა ხომ არა გტკივა?

შეეკითხება თან ცრემლი სცვივა.





სიგარეტს მოქაჩავს ხალხში გაერევა,

ამდენი სიახლით თავგზა აერევა,

ლაპარაკი უნდა და თავს ძლივს ერევა,

ალბათ საუბარში ვერასდროს ჩაერევა.





ისევ უკან წავა ბალახს ეუბნება,

მე რატო არავინ არაფერს მეუბნება?

ხალხისგან მეტი მე არ მესურვება,

ნეტა ჩემი ბედი რისთის მემდურება.





ალბათ ცრემლები რამდენჯერ დაღვარა,

წვიმის წვეთებივით მიწა დანამა,

რა ქნას ტკივილები ვერაფრით დამალა,

გულში სიმარტოვე ვეღარ გადამალა.





ლექსები უყვარდა, მოთხრობებსაც წერდა,

ქართველების ბრძოლებს ლამაზად აღწერდა,

თავისუფალ დროს ყველაფერს ასწრებდა,

მაგრამ დროთა ცვლაში კალამს ვეღარ სწევდა.





ცოტა დააფასეთ, ხანდახან შეიმჩნიეთ,

ერთი გზა სამოთხისკენ ამითაც შეირჩინეთ,

სულ მცირე უნდა, მცირეზე ცოტა,

თქვენს მეგობრებში ისიც გაიჩინეთ.





მე მას ვუწოდე ბუნების გული,

მისთვის არ არის მთავარი ფული,

მასთანაც მოვა კვლავ გაზაფხული,

სამოთხეშია უკვე მისი სული.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 2490 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, bachana zaqaidze, b.zaqaidze, პოეზია, ლექსები, leqsebi, bacho zaqaidze, ბ.ზაქაიძე, ბაჩანა ზაქაიძე, ბაჩო ზაქაიძე | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2013  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0