Загрузка...
ბაჩო ზაქაიძე - მათხოვარი / bacho zaqaidze - matkhovari - 25 თებერვალში 2013 - პოეზიის სამყარო
ხუთშაბათი, 2024-11-21, 3:08 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2013 » თებერვალი » 25 » ბაჩო ზაქაიძე - მათხოვარი / bacho zaqaidze - matkhovari


11:03 PM
ბაჩო ზაქაიძე - მათხოვარი / bacho zaqaidze - matkhovari
ზოგი ინვალიდი გულით ავადმყოფი,

ზოგი მიგდებული შვილის აღარ ყოფნით,

ვიღაც ჯანმრთელია სხვებზე კარგადმყოფი,

ზოგს კი უბრალოდ პური აღარ ჰყოფნით,





მეტი არ ჩაგვდის გამძღარ კუჭებში,

ნაირნაირი საჭმლით გვარჩენენ,

ისინი დგანან ნაგვის ურნებში,

ბინძურით შემოსილ ლუკმებს არჩევენ.





სახეს იმალავს რა ჰქნას რცხვენია,

ზეცის ტირილია დაღვრილი ცრემლად,

ყველასგან ობლობა მათი ძღვენია,

იესო დარჩათ ლუკმა-პურის მცველად.





ღმერთმა გვარგუნა ჩვენი მისია,

სხვებს დავეხმაროთ იქნებ ეს უნდა?!

უფლის ხელია განა სხვისია?!

თავის შვილისთვის ითხოვა ხურდა.





ხალხის მოსაწონად ვაკეთებთ ამას,

მე კი ერთს ვიტყვი არასწორნი ვართ,

აზრი არ აქვს მათ წრფელზე კამათს,

ღმერთთან ჩვენც მათი თანასწორნი ვართ.





უწყლოდ ნატანჯმა ნაზარეველმა,

ცოდვების ტვირთი თვითგვემად აიღო,

შენ ცოდვის ცოდვით გამზავებელმა,

გროში არ გინდა სხვისთვის გაიღო.





უფლის მოძღვრებით, მშიერს ვაპურებთ,

ლუკმებს გავუტეხთ ბავშვსა და ხნიერს,

ნატანჯს ტკივილებს როგორ ვაპკურებთ?!

როცა ასეთს ვხედავთ უფლის ნაშიერს?!





გეხვეწებით დამეხმარეთ, ცოტა პური მაჭამეთ,

არასოდეს ფული არ გაქვთ? კარგი უკვე აჭარბებთ,

სანამ გარეთ გამოხვედით თქვენს შვილებს ხომ აჭამეთ,

ვერ ხედავთ რომ უგულობით ეშმაკს გადააჭარბეთ.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1641 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, bachana zaqaidze, b.zaqaidze, პოეზია, ლექსები, leqsebi, bacho zaqaidze, ბ.ზაქაიძე, ბაჩანა ზაქაიძე, ბაჩო ზაქაიძე | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2013  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0