Загрузка...
ბაჩო ზაქაიძე - სულის სარკე / bacho zaqaidze - sulis sarke - 25 თებერვალში 2013 - პოეზიის სამყარო
სამშაბათი, 2024-12-03, 8:25 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2013 » თებერვალი » 25 » ბაჩო ზაქაიძე - სულის სარკე / bacho zaqaidze - sulis sarke


11:05 PM
ბაჩო ზაქაიძე - სულის სარკე / bacho zaqaidze - sulis sarke
სარკეში სილუეტის შეხედვას ვბედავ,

ჩემი მსგავსება შემომაჩერდა,

რაღაცას მიხსნის, მაგრამ რას ნეტავ?

გამაშეშა და წამიც გაჩერდა.





თვალს თვალში მიყრის, ცდილობს გამხადოს,

ჩემი სიბნელე ნათლად ასახოს,

სურს ცოდვის ბუდეს ფარდა ახადოს,

რაღაც ახალი უნდა დასახოს.





ჩვენი მსგავსება არვისას არ ჰგავს,

მისი ბუნება მიაგავს ნაგავს,

მისი ბოროტი ჩემს კეთილს ჩაგრავს,

ცდილობს ჩამძიროს სიმტკიცე აკრავს.





მან დამითანხმა წარსულს ჩავყევი,

ვცდილობ შევიცნო მისი სამყარო,

მის დავიწყებულ წყვდიადს გავყევი,

ძალა არ მყოფნის ნისლი გავყარო.





ცეცხლი გამოჩნდა რწმენას ატიალებს,

ბნელით ნათელი ვულკანის ლაფია,

ვხედავ სიცილით ცეცხლს დასტრიალებს,

ლუციფერი და მისი ’’მაფია’’.





ანგელოზი ჰყავთ დაბმული ჯაჭვით,

ძალა არ შესწევს ლოცვა იკითხოს,

ბოროტი სატანა დასცინის მანჭვით,

ვიღას რათ უნდა ეს განიკითხოს.





სულს მიბინძურებს მდინარე სისხლის,

ლოცვის მაგივრად გოდება ისმის,

სიწმინდეს ფერი დაედო ნისლის,

შავი სატანა ბნელ ისრებს ისვრის.





ეშმაკი მიუძღვის ცოდვების ფარას,

ყველა წმინდა გზა გათელილია,

თვით ანგელოზი რომელიც ფარავს,

მისი სულიდან განდევნილია.





წამი გაგრძელდა რწმენით ქებული,

ჩემი ცხოვრებით სულ მთლად გავბრუვდი,

სატანის ხილვით შეშფოთებული,

მამა ღმერთისკენ ლოცვით დავბრუნდი.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1938 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, bachana zaqaidze, b.zaqaidze, პოეზია, ლექსები, leqsebi, bacho zaqaidze, ბ.ზაქაიძე, ბაჩანა ზაქაიძე, ბაჩო ზაქაიძე | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2013  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0