Загрузка...
ბაჩო ზაქაიძე - დედისტყაოსანი / bacho zaqaidze - dedistkaosani - 25 თებერვალში 2013 - პოეზიის სამყარო
ხუთშაბათი, 2024-11-21, 3:00 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2013 » თებერვალი » 25 » ბაჩო ზაქაიძე - დედისტყაოსანი / bacho zaqaidze - dedistkaosani


11:19 PM
ბაჩო ზაქაიძე - დედისტყაოსანი / bacho zaqaidze - dedistkaosani
ცხრა თვე ლამაზი მუცლით გატარა,

შენზე ფიქრები გულით ატარა,

უნდა რომ ნახოს თავის პატარა,

ყოველი ღამე თეთრად გაატარა.





კაცისთვის უცხო მწარე ტკივილი,

გამწარებული ქალის კივილი,

მოულოდნელად ყველა გაჩუმდა,

აი მოისმის ბავშვის ტირილი.





შენს დანახვაზე შეიგძნო შვება,

სულ იმას ფიქრობს ნეტა რას შვრება?!

შენი შეხებით ყოველ წამს ტკბება,

სიხარულს ჩუქნი და ამით თბება.





დაამთქნარებ და აკვანში გარწევს,

ჯერ შენ არცერთი ცოდვა არ გაწევს,

შენი ფიქრები მიმართულია

რძით მოითხუპნო და მალე დაწვე.





რას არ აკეთებს შენ რომ გარჩინოს,

და შიმშილისგან გადაგარჩინოს,

მამაშენს უკვე ქალებში გართულს,

აღარ სურს თქვენთან თავი იჩინოს.





არც დაიბარა ისე წავიდა,

ამ თამაშიდან ჩუმად გავიდა,

ვიღაც სხვა ქალში იპოვა შვება,

გარყვნილი ვნების პიკში ჩაეშვა.





დედის გოდება ყოველ წამს ისმის,

ხელში რაც ხვდება კედლებზე ისვრის,

რატომ წავიდა? ვისზე გამცვალა?

ის მაინც ეთქვა რატომ ან რისთვის...





ვისთან მივიდეს ყველგან ვალები,

სულ ჩაუშავდა ცრემლით თვალები,

საზარელია ბნელი სურათი,

არ იმსახურებენ ამას ქალები.





ცუდს ვერ ჩაიდენს ვერაფერს,

ღმერთი აშინებს ძალიან,

გულის ტკივილებს უმძაფრებს,

ყველგან რომ ხედავს ქმარიანს.





ამ ცხოვრებაში შენთვის არსებობს,

მისთვის თავისი აღარ არსებობს,

ყველაფერს იზამს შვილის გულისთვის,

შენი ბავშვობა რომ არ გასეროს





დილას ასველებს ცრემლით ბალიშებს,

ფული არა აქვს ბაღში ვერ გიშვებს,

ძლიერი არის მაგრამ დასუსტდა,

ვეღარ გაუძლებს დარდის ქარიშხლებს.





როგორც ყოველთვის ყველა ჭორაობს,

ალბათ ყოველღამ სხვებთან გორაობს,

რაც მარტო დარჩა არსად აღარ ჩანს,

პატიოსნების აღარა დარჩა.





სხვა გზა არა აქვს უნდა წავიდეს,

ქვეყნის საზღვრიდან უნდა გავიდეს,

სადმე თბილ ქვეყნად უნდა ჩავიდეს,

მისი შვილი რომ ზევით ავიდეს..





ფულის ტომარებს ულაგებს სახლებს,

ყველაფერს ცდილობს ახლებზე ახლებს,

რამდენ პრობლემას შენთვის აწყდება,

საცაა უკვე ქანცი გაწყდება.





მან თავის აზრად შენ აგარჩია,

ყველა ძვირფასში შენ გაგარჩია,

და სიბერეში როცა მოტყდება,

იმედი მხოლოდ შენი გააჩნია...





ის ლამაზია, მსურველი ბევრი ჰყავს,

მას გულთან ახლოს არავინ მიჰყავს,

არავის ცოლად იგი არ გაჰყვა,

ერთხელ უყვარდა და გულში ჩაჰყვა.





თმებში ჭაღარა ნელ-ნელა შედის,

ირონიაა ეტყობა ბედის,

ყოფილ მეუღლის ნატკენი გულით

მოჭრა უწევდა უცნების ფრთების.





შენ გაიზარდე კარგად გაცვია,

ყველა შენ გიცქერს ნახე რა აცვია,

შენც გიხარია და ვერც კი ხვდები,

რა სიმწრით ნაშოვნი ტყავი გაცვია.





ის შორს წავიდა, რა აღარ ნახა,

რამდენჯერ ალბათ სიკვდილს გადარჩა,

მან ყოველივე შენ შემოგწირა,

და ცხოვრებაში სულ მარტო დარჩა.





ვაი რომ შენ დღეს მას არ აფასებ,

მის გამოგზავნილ სამოსელს შეაფასებ,

და იმას თავში ვერც კი გაივლებ,

ცოლს რომ მოიყვან თუ დააფასებ.





მისი ცხოვრება აღარ იცვლება,

ქვიშის საათიც ნელ-ნელა იცლება,

იგი უშენოდ და მხოლოდ შენთვის

სულ სხვა მიწაზე გარდაიცვლება.





მისი მიხედვა შენი ვალია,

რაც გაგაჩნია დედის ტყავია,

თავის ცხოვრების უარყოფა ხომ,

მხოლოდ და მხოლოდ შენი ბრალია.





თავის ცხოვრება მაშინ გახაზა,

როცა სხეულში შვილი ჩასახა,

შენ კი იდექი კარგად გაერთე,

რაც მას გულს ატკენს ყველგან ჩაერთე.





თუ რამე გჭირდება უთხარი მიყვარხარო,

თუ ცოტა გაგიწყრა უყვირე ვინა ხარო,

პრობლემები მაქვს ჩემთვის ვინახავო,

ნეტა შენ რა იცი რამდენი მინახავსო.





ცოტა გაბრაზდი და ჩხუბობ, ეს რა მოხდა?

ქალი ვერ გაიგებს ჩემთან რაც კი მოხდა,

კარს იჯახუნებ და ფრჩხილი მოგტყდა,

მაინც ამას იტყვი ჩემი დედა მოვტ...


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 4512 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, bachana zaqaidze, b.zaqaidze, პოეზია, ლექსები, leqsebi, bacho zaqaidze, ბ.ზაქაიძე, ბაჩანა ზაქაიძე, ბაჩო ზაქაიძე | რეიტინგი: 1.5/2
სულ კომენტარები: 2
2 luka_luka123  
0 Spam
PIRVELAD ROM WAVIKITXE AVTIRDI cry cry

1 luka_luka123  
0 Spam
dzaaan magari leqsia
angry angry tongue tongue tongue

სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2013  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0