Загрузка...
ბაჩო ზაქაიძე - სიკვდილის ანდერძი / bacho zaqaidze - sikvdilis anderdzi - 25 თებერვალში 2013 - პოეზიის სამყარო
ხუთშაბათი, 2024-11-21, 2:32 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2013 » თებერვალი » 25 » ბაჩო ზაქაიძე - სიკვდილის ანდერძი / bacho zaqaidze - sikvdilis anderdzi


11:30 PM
ბაჩო ზაქაიძე - სიკვდილის ანდერძი / bacho zaqaidze - sikvdilis anderdzi
ერთხელ უაზროდ ვფიქრობდი,

დრო კი უჩემოდ მირბოდა,

ხელს ცხელი ჩაით ვითბობდი,

რაღაც სიახლე მინდოდა.





თეთრად ვხედავდი სიბნელეს,

ეჭვებს ვბადებდი ნდობაში,

ასაკს ვპარავდი სიბერეს,

სასმელს ვჯობნიდი თრობაში.





მომავალს ყალბად ვიქმნიდი,

ვსახავდი უმიზნო მიზნებს,

დროში დროებას ვითვლიდი,

მკაცრად ისრებს რომ მიმიზნებს.





წამებს წამებით ვაწამებ,

წყალში დავახრჩობ სისველეს,

სიცივეს თბილით ვამწარებ,

დრო დაღლილობით ისვენებს.





წარსულზე ქვევით ხოხავდა,

ძილში მძინარე ბავშვობა,

მდუმარე სმენით მბოღმავდა,

თვალზე ცრემლების გაშრობა.





სინდისს შავ-ბნელი ამალით,

ცივ ნაფლეთებად ვიცვენდი,

სიკვდილს მოვკლავდი კალამით,

ანდერძად სურვილს მივცემდი.





სიკვდილს ვუსრულებ პირობას,

სურს მასთან ერთად წავიდე,

გზას ვინღა გადამიღობავს,

დროა მიწიდან გავიდე.





უბრალოდ მსურდა ცხოვრება,

სადაც ბავშვობა ნავარდობს,

სიკვდილით სულის ცხონება,

ყველა ცოდვას რომ გაგვანდობს.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1700 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: bachana zaqaidze, poezia, b.zaqaidze, ლექსები, პოეზია, bacho zaqaidze, leqsebi, ბაჩანა ზაქაიძე, ბ.ზაქაიძე, ბაჩო ზაქაიძე | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2013  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 2
სტუმარი: 2
მომხმარებელი: 0