Загрузка...
ბაჩო ზაქაიძე - 13 ოცნება / bacho zaqaidze - 13 ocneba - 25 თებერვალში 2013 - პოეზიის სამყარო
ხუთშაბათი, 2024-11-21, 6:49 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2013 » თებერვალი » 25 » ბაჩო ზაქაიძე - 13 ოცნება / bacho zaqaidze - 13 ocneba


11:40 PM
ბაჩო ზაქაიძე - 13 ოცნება / bacho zaqaidze - 13 ocneba
ცისარტყელას აქვს ფერი ცამეტი,

ვერავინ შეძლებს მეტი რომ მისცეს,

ყველაფერს დავთმობ რა მაქვს სხვა მეტი,

შენთვის ვიპარავ პლანეტის სივრცეს.





გატარებ ღამით ახალ მთვარეზე,

არ გათენდება ჩვენივე დაკვეთით,

სრიალს დავიწყებთ შუა ღამეზე,

ციგა გვექნება ღრუბლით ნაკეთი.





თბილ ქვეყანაში წავყვებით ჩიტებს,

გაზაფხულამდე არ დავბრუნდებით,

ფრთებად შევისხამთ მომღიმარ ტიტებს,

მწვანე სურნელით გადავბუვდებით.





განახებ ზეცას გარუჯული მზით,

ფერადი თოვლის საბანს გაჩუქებ,

ვივლით უგეგმო ჩვენებური გზით,

ოცნებებს მხოლოდ შენთვის ვაქუჩებ.





გვირილის ფერი სხეულში გივლის,

იასამნად თოვს უძირო თქეში,

წაგიყვან სადაც არავინ ივლის,

უბრალო ქოხი გვექნება ტყეში.





მე დაგიხატავ მუხას და ტირიფს,

გამეღვიძება შენი ოცნებით,

ვიცი დავიწყებ ბავშვივით ტირილს,

თუ ვერ აგავსებ დილით კოცნებით.





შენი სიშორით მაავადმყოფებ,

ამოვიჩემე შენზე ფიქრები,

მაგრამ ფიქრებით მე რას მამყოფებ?!

შენ სამუდამოდ ჩემი იქნები.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1659 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: bachana zaqaidze, poezia, b.zaqaidze, ლექსები, პოეზია, bacho zaqaidze, leqsebi, ბაჩანა ზაქაიძე, ბ.ზაქაიძე, ბაჩო ზაქაიძე | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2013  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0