Загрузка...
ბაჩო ზაქაიძე - თვითმკვლელობამდე / bacho zaqaidze - tvitmkvlelobamde - 25 თებერვალში 2013 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 7:43 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2013 » თებერვალი » 25 » ბაჩო ზაქაიძე - თვითმკვლელობამდე / bacho zaqaidze - tvitmkvlelobamde


11:43 PM
ბაჩო ზაქაიძე - თვითმკვლელობამდე / bacho zaqaidze - tvitmkvlelobamde
თუ ვერ აიხდენ დასახულ ნატვრებს,

ფიქრობ ცხოვრება აზრწასულია,

ძველი გოდება ახალსაც ამტვრევს,

შენც დანებდები, დასასრულია!



გაუფასურდა შენი სიცოცხლე,

აღარ ისახავ მომავლის მიზანს,

ნუ აჩქარდები კიდევ იცოცხლე,

დროს მიენდე და თავისას იზამს.



აღარ გექნება შანსი მეორე,

გულის ცემა თუ წამებს ჩამორჩა,

ნუ დანებდები გაიმეორე,

დაფიქრდი ალბათ რამე გამოგრჩა.



მომავლის რწმენით არ დაიცალო,

გზები განახებს თავის სისწორეს,

თუ შეეცდები, რომ შეიცვალო,

სუნთქვა ყველაფერს გადაგისწორებს.

მეც ვიცი არ გავს ეს დედამიწა,

სამოთხის კარს და დაკარგულ ედემს,

მაგრამ რად გინდა გეყაროს მიწა,

გავდე მომაკვდავ მდუმარე გედებს.



ყველა ნაბიჯი სწორად გათვალე,

გაბრიელი კი არსად არ წავა,

ცოდვა განკითხვის დღემდე დათვალე,

გახსოვდეს სული ზეცამდეც ავა.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1707 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: bachana zaqaidze, poezia, b.zaqaidze, ლექსები, პოეზია, bacho zaqaidze, leqsebi, ბაჩანა ზაქაიძე, ბ.ზაქაიძე, ბაჩო ზაქაიძე | რეიტინგი: 2.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2013  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0