0:15 AM ბაჩო ზაქაიძე - ვნების მონები / bacho zaqaidze - vnebis monebi
|
სანთლის მაგივრად შენ დამინთე გულში ხანძარი,
ძილის წინ ჩემთვის შენ იყავი ტკბილი ზღაპარი,
სიზმრად გხედავდი, შენ მათბობდი ჩემი ლამპარი,
ალიონზე კი ვიღვიძებდი შენით გამთბარი.
ნაზი ამბორით და ღიმილით თვალებს მიხელდი,
ყურთან ჩურჩულით მიყვარხარო ჩუმად მიმხელდი,
მომეხვეოდი გრძელ კულულებს თითზე იხვევდი,
შენი ქცევებით ჩემ გულამდე სწრაფად მიხვედი.
მენატრებოდი მაშინაც კი როცა თან მყავდი,
მომშორდებოდი წამებით და უკვე გიჟს ვგავდი,
ჩემი განცდებით ქალღმერთივით ხელით დამყავდი,
შენი ქცევებით ქვეყანაზე არავის გავდი.
შენზე ფიქრისას მოფრინავდნენ მუზები ციდან,
ფუნჯით ნახატი ბეღურები ფრინავდნენ ხიდან,
ლექსად შექმნილი სიყვარული ჩნდებოდა მზიდან,
ქარივით ქროდა მოგონება ფერადი ზღვიდან.
მახსოვს პირველი სათუთი კოცნა,
დიდხანს გიცქერდი არ ღირდა მოცდა,
შენ დაიმორცხვე დაიწყე ლოცვა,
როცა ტუჩები ამბორით მოცვდა..
ღამე ბაღებში ჩუმად დავრბოდით,
ოდნავ ფაჩუნზე სადღაც გავრბოდით,
ერთმანეთს ლამაზ გულებს ვანდობდით,
და ყველა სათქმელს კოცნით ვამბობდით..
ჩვენი ბავშვობა წლებში გარბოდა,
მასზე ლამაზი ნეტავ რა იყო? !!!
საერთო გულში რაც კი დაგროვდა,
მოულოდნელად ორად გაიყო.…
როცა დამჭირდი ჩემგან წახვედი,
ხიდზე ავედი მოკვდავის ნიშნით,
მოაჯირებზე ხოხვით გავედი,
ათრთოლებული სიკვდილის შიშით.
მდინარეს ვუცქერ, ფიქრი მაქვს ბნელი,
არ მინდა უშენოდ სიკვდილი ნელი,
ცრემლები მომდის, სახე მაქვს სველი,
ვიცი ამჟამად უაზროდ გელი.
ჩემმა ცხოვრებამ დაკარგა აზრი,
ზეცას დაეტყო ჩემსავით ბრაზი,
მინდა ცხოვრებას გავუსვა ხაზი,
ჩემ არსებობას აღარ აქვს ფასი.…
ქუჩას მოჰყვება ვიღაცა ქალი,
ისიც ქვითინებს გრძნობებით მთვრალი,
ცრემლმა დანამა ორივე თვალი,
მის გულსაც ადევს რაღაცა ვალი.…
მისი ბუნება დაბურულია,
ღამით ბოდიალს დაერქვა ჩვევა,
ყოველი გრძნობა დაღუპულია,…
შემცდარი, როგორც ოდესღაც ევა,
ელვის ნათებით თავზარდაცემულმა,
კაცის სილუეტს მიაპყრო თვალი,
სწრაფი ნაბიჯებით მისკენ გაქცეულმა,
იგრძნო თავს იკლავს უგონოდ მთვარალი.
კაცი ასრულებს სიკვდილთან კამათს,
ამ დროს ნაცნობი ქალის კივილი,
გთხოვთ დამელოდოთ ნუ იზამთ ამას,
მეც სისხლს მიწამლავს მწარე ტკივილი.
მიუახლოვდა მოაჯირს ქალი,
მასაც ძლიერ სურს მოიკლას თავი,
თავს ატრიალებს ქალისკენ მთვრალი,
და გაოცებულთ მოეჭრათ თვალი.
შვიდი თვე არის უკვე გასული,
რაც ამ ქალს ეძებს ზღვარგადასული,
ამდენხანს მისგან ჩუმად წასული,
ახლა წინ უდგას ჭკუაწასული.
რაღაც ცვლილება შენიშნა ქალზე,
უცხო ინსტინქტი მოქმედებს მასზე,
სურს რომ იყვიროს უმაღლეს ხმაზე,
ვარსკვლავი ცვივა მოწმენდილ ცაზე.
მოაჯირს მოწყდა უეცრად კაცი,
უახლოვდება ქალის მონუმენტს,
აღარ ეტყობა სიბრაზე მკაცრი,
დიდხანს ელოდა იგი ამ მომენტს.
ქალი კვლავ იდგა შოკირებული,
თვალებს აცეცებს სევდანარევად,
გრძნობას ცეცხლი აქვს მოკიდებული,
მალე სიწითლე ლოყებს დაბერავს.
ქალის მუცელი გაორებული,
მის შინაგანში ორი სულია,
კანკალით ამბობს გაოგნებული,
‘’ღმერთო არ მჯერა ის ორსულია.‘’
ჩვენ კვლავ ამბორით გვითენდება დილა ყოველი,
პატარის გაზრდას ბედნიერნი ერთად მოველით,
ძველი წყენები დავივიწყეთ, გახდნენ ნოლები,
ჩვენ ისტორიას დაერქმევა “ვნების მონები”!!!
გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..
|
კატეგორია: ლექსები |
ნანახია: 1632 |
დაამატა: InterestingSite
| ტეგები: bachana zaqaidze, poezia, b.zaqaidze, ლექსები, პოეზია, bacho zaqaidze, leqsebi, ბაჩანა ზაქაიძე, ბ.ზაქაიძე, ბაჩო ზაქაიძე
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
სტატისტიკა
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0
|