Загрузка...
ბაჩო ზაქაიძე - მეუღლე გახდე / bacho zaqaidze - meugle gakhde - 26 თებერვალში 2013 - პოეზიის სამყარო
შაბათი, 2024-04-20, 2:00 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2013 » თებერვალი » 26 » ბაჩო ზაქაიძე - მეუღლე გახდე / bacho zaqaidze - meugle gakhde


0:18 AM
ბაჩო ზაქაიძე - მეუღლე გახდე / bacho zaqaidze - meugle gakhde
გავაფერადებ ოცნებებს შენზე,

დავხატე ცაზე შენი ფერები,

ქალებზე ფიქრებს გადავდებ გვერდზე,

მთელი არსებით მოგეფერები.

შენი ბგერები ნაზად ჩამესმის,

ვტკბები ლამაზი თვალების ცქერით,

როგორ აგიხსნა მართლა არ მესმის,

არ გავაფუჭო გრძნობები ენით.

ცაზე ვარსლვლავად ამესახები,

სიცოცხლის მიზნად დამესახები,

გულში ჩვილივით ჩამესახები,

სარკის წინ მდგომსაც შენ მესახები.

უდაბნოს წყაროდ მოედინები,

ზღვებს ხანძარივით მოეფინები,

ცეცხლს შენი ცეცხლით მოეკიდები,

ქარებს თბილ სიოდ მოევლინები.

გული მიგიგავს გრძნობათა ბუდეს,

მისგან გამოსვლა ვის უნდა სურდეს?

როგორ არ მინდა ვინმესი მშურდეს,

ვინც მაგ სითბოში ატარებს წუთებს.

ოდესმე კიდევ შევხვდებით სადმე,

მე მინდა რომ ჩემ მომავალს გავდე,

ტკბილი ვახშამი მოგიწყო ნავზე,

ცრემლი არასდროს არ გქონდეს თვალზე.

მინდა ბავშვივით ხელი ჩაგავლო,

გული როდესაც შენსკენ მიმათრევს,

მინდა დაგმალო, ჩემში ჩაგმალო,

სადაც ვერასდროს ვერვინ მიგაგნებს.

როიალი ვარ შენი შეხებით,

ქნარის სინაზე როცა გეხები,

გიტარის სიმი თბილი შეხედვით,

ვიოლინოს ხმა თუ შემეხები.

ქვიშით ავაგე კოშკები ცამდე,

ვფიქრობ ეს კითხვა შეგიცვლის სახეს,

სურვილი მაქვს რომ პატარძალს გავდე,

ჩემი ბეჭედით დაგიგებ მახეს.

ნანატრ ოცნებად გულში რომ დაგრგო,

ციდან სამ მეტრზე მაღლა რომ ახტე,

გკითხავ ძვირფასო უეკლო ვარდო:

არ გინდა ჩემი მეუღლე გახდე???


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 5829 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: bachana zaqaidze, poezia, b.zaqaidze, ლექსები, პოეზია, bacho zaqaidze, leqsebi, ბაჩანა ზაქაიძე, ბ.ზაქაიძე, ბაჩო ზაქაიძე | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2013  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0