მთავარი » 2013 » თებერვალი » 26 » ბაჩო ზაქაიძე - გითმობ ცხოვრებას / bacho zaqaidze - gitmob ckhovrebas
0:27 AM ბაჩო ზაქაიძე - გითმობ ცხოვრებას / bacho zaqaidze - gitmob ckhovrebas
|
თუკი ნიავი ფიქრებს აგირევს,
გრძნობებით სავსე აპირებ ფრენას,
მონატრებისგან ხეთქავ ნაპირებს,
იმ ერთის გარდა ივიწყებ ყველას.
გულში გინთია მწველი ხანძარი,
დადიხარ მარტო ვიწრო ქუჩებში,
გაწუხებს კითხვა ნეტავ სად არის?
რაღაც გაკლია შენ ამ წუთებში.
არ იცი რას გრძნობ, თუმცა განიცდი,
თბილი ნიავი გკოცნის ტუჩებში,
ბედნიერების ტალღებს არ იცვლი,
ღრმად მიატოპებ ფიქრთა გუბეში.
შენსავით ისიც ქუჩას აბიჯებს,
ისიც მას ფიქრობს: სად ხარ ნეტავი?
თოვლი დაითვლის ჩუმად ნაბიჯებს,
გულში იღვრება ტკბილი ნექტარი.
როცა სიტყვები ყელთან გაწვება,
განიცდი ფეთქვას მძიმე ლოდივით,
ცა ზღვის ტალღებში ურცხვად ჩაწვება,
ვარსკვლავებს მოწყვეტს მთვარე ლოთივით.
ბილიკებს დაღლის მალე ლოდინი,
გზებმა დაგეგმა თქვენი შეხვედრა,
გადაშლილია ვნების ლოგინი,
მზესაც დაჩრდილავს ამის შეხედვა.
ქუჩის ბოლოში სიჩუმეს იხდით,
აიხსნა რაც კი მიმალულია,
გულის გადაშლით ორივე მიხვდით,
ეს ყველაფერი სიყვარულია!!!
სამყარო ბნელი ხედით გინახავთ,
გრძნობები იპყრობს ახლა გონებას,
ბოლოსთვის ლამაზ ფრაზას ინახავთ,
მე შენ მჭირდები, “გითმობ ცხოვრებას!!!”
გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..
|
კატეგორია: ლექსები |
ნანახია: 1470 |
დაამატა: InterestingSite
| ტეგები: bachana zaqaidze, poezia, b.zaqaidze, ლექსები, პოეზია, bacho zaqaidze, leqsebi, ბაჩანა ზაქაიძე, ბ.ზაქაიძე, ბაჩო ზაქაიძე
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
სტატისტიკა
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0
|
|