მთავარი » 2013 » თებერვალი » 26 » ბაჩო ზაქაიძე - შენით გავმთლიანდი/ bacho zaqaidze - shenit gavmtliandi
0:32 AM ბაჩო ზაქაიძე - შენით გავმთლიანდი/ bacho zaqaidze - shenit gavmtliandi
|
დილა მშვიდობის ჩემო ფერია, შემოგვეპარა მორცხვი განთიადი, შენთან გაღვიძება ყველაფერია, ეს ნახევარი შენით გავმთლიანდი.
დავიპყრობთ შუადღის მხურვალე საწოლს, გავცდებით პლანეტებს ნაზი ვნებებით, მზე რომ გადაწონის თავისკენ სასწორს, დახუჭულ თვალებში ღამეს ვნებდებით.
ბინდი მოეფინა ნაცრისფერ საღამოს, მზე ახლა პაემანს უნიშნავს მთვარეს, თავის სინათლით რომ არ დაგვღალოს, ბუნების ცვლილება გვაჩუქებს ღამეს.
ღამე მშვიდობის ჩემო ფერია, ტკბილი ძილი და ლამაზი სიზმრები, შენთან დაძინება ყველაფერია, ძილშიც არ გტოვებ დაგესიზმრები.
გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..
|
კატეგორია: ლექსები |
ნანახია: 1998 |
დაამატა: InterestingSite
| ტეგები: bachana zaqaidze, poezia, b.zaqaidze, ლექსები, პოეზია, bacho zaqaidze, leqsebi, ბაჩანა ზაქაიძე, ბ.ზაქაიძე, ბაჩო ზაქაიძე
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
სტატისტიკა
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0
|
|