მთავარი » 2013 » თებერვალი » 26 » ბაჩო ზაქაიძე - ჯინსივით დახეული კრიტიკა / bacho zaqaidze - jinsisvit dakheuli kritika
0:39 AM ბაჩო ზაქაიძე - ჯინსივით დახეული კრიტიკა / bacho zaqaidze - jinsisvit dakheuli kritika
|
ახლა თვალი ჩემს ჯინსებს დაადგეს,
დახეულებით როგორ დადისო?
ჩემი ლექსები გვერდზე გადადეს,
ნახეთ მუხლებში სირცხვილი გასდისო.
რატომ მიკრიტიკებთ დახეულ ჯინსებს,
მე ჩემს თავს ვაძლევ ჩაცმის უფლებას,
სახეს ღიმილის ეფექტი მივსებს,
როცა მიზღუდავთ თავისუფლებას.
შენ რომ გაპრანჭული სადღაც მიდიოდი,
მუხლებგადახსნილი ვანთებდი სანთელს,
და მაინც მე მქვია თურმე იდიოტი,
მამსგავსებთ ტანსაცმლით ადათის გამთელს.
ჯერ ჩემს კრიტიკას მიზნად დასახავ,
თან საქართველოს ღვინოს დაისხამ,
მე კი სამშობლოს რითმში ავსახავ,
ჩემი კალმებით აბჯარს ავისხამ.
მე რომ შევიყვარე ჩემი მთა და მდელო,
ამიტომ მაგონებთ ხმელეთის ნაოსანს,
სამოსით დამიწუნეთ “შეცვლილი საქართველო”,
როგორღა გაგრძნობინებთ “დედისტყაოსანს”.
უაზრო კრიტიკა დღეს ხალხის ჰობია,
შენთვის ვისურვებდი სხვა რამე გეთქვას,
მე რომ შემეკითხოთ ისევ ეს ჯობია,
დახეულ შარვლიანი პოეტი მერქვას.
გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..
|
კატეგორია: ლექსები |
ნანახია: 3735 |
დაამატა: InterestingSite
| ტეგები: bachana zaqaidze, poezia, b.zaqaidze, ლექსები, პოეზია, bacho zaqaidze, leqsebi, ბაჩანა ზაქაიძე, ბ.ზაქაიძე, ბაჩო ზაქაიძე
| რეიტინგი: 5.0/1 |
|
სტატისტიკა
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0
|
|