Загрузка...
ოთო გურგენიშვილი - მიყვარხარ (სიცილიური აქცენტით) - 26 თებერვალში 2013 - პოეზიის სამყარო
სამშაბათი, 2024-12-03, 8:28 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2013 » თებერვალი » 26 » ოთო გურგენიშვილი - მიყვარხარ (სიცილიური აქცენტით)


1:29 PM
ოთო გურგენიშვილი - მიყვარხარ (სიცილიური აქცენტით)
ვენეციაში რომ ვსეირნობდით,
ჯანკო ბარონის ფუნჯით მოგხატე.
სიცილიელი მხატვრის პალიტრით,
ტუჩებს,კოცონის ალი მოვხადე.


ვიწრო ქუჩების ჯებირთა ხაზი,
გამოეკიდა ნავებს სვიარებს,
თოლიამ ფრთები გაშალა ნაზი
მენიჩბე ცაში,ნიჩბით სრიალებს.


დალალ–მერების მწველი იარა,
ტრფობით მფეთქავი სულის კვალია,
რომში ნაპოვნი გრძნობა კი არა,
შენი სიცოცხლე,ჩემი ხალია.


იტალიური სუნის დასაბამს,
ვენეციური ამბორი ჰქვია,
ჩვენი ცხოვრების განვლილ ნასახლარს,
თვალს ვერ უსწორებს პრინციპოს ტყვია.


თხუთმეტი ცენტი ფრანცო ფერდინანდ,
აღსდექით მკვდრეთით,გვაკურთხეთ წყვილად,
ცხრამეტი ცენტი დიდო მეუფევ,
მე მომიტევეთ,ვიყვარებ ფრთხილად.


რომის ხედებით ვტკბებოდით ღამით,
ბაგეზე ლაჟვარდს გწვავდა პომადა,
ტანგოც ვიცეკვეთ ფიქრებსი წამით,
სმენას ჩამორჩა ტრფობის სონატა.

იტალიური მაქმანი გეცვა,
მკერდით მითბობდი ლოყას,მიწიერს.
შენი ტუჩები ამბორად მეცვა,
უშენოდ,ჩაიც ფილტვებს მიციებს.

... ოთო გურგენიშვილი ...


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 8357 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, SIYVARULI, poeturi koqteili, მიყვარხარ სიცილიური აქცენტ, miyvarxar siciliuri aqcentit, leqsebi, ოთო გურგენიშვილი, miyvarxar, oto gurgenishvili | რეიტინგი: 2.0/2
სულ კომენტარები: 1
1 migranti No-230587 veneciidan .  
0 Spam
ulamazesii leksia da mixaria ro axalgazrdoba ese saocrat ambobs am leksebs, mixaria dzalian...

სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2013  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0