Загрузка...
ბაჩო ზაქაიძე - ვინ ვარ ასეთი? / bacho zaqaidze - vin var aseti? - 26 თებერვალში 2013 - პოეზიის სამყარო
ხუთშაბათი, 2024-11-21, 3:23 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2013 » თებერვალი » 26 » ბაჩო ზაქაიძე - ვინ ვარ ასეთი? / bacho zaqaidze - vin var aseti?


5:31 PM
ბაჩო ზაქაიძე - ვინ ვარ ასეთი? / bacho zaqaidze - vin var aseti?
ვპასუხობ კითხვას: "ვინ ვარ ასეთი”,

კითხვას რომელმაც ვიღაც დააბნია,

კუთხეში მიგდებული არქივის გაზეთი,

ცხოვრება რითმებში ძაფად რომ გააბნია.





ლოყაზე მოსრიალე მწუხარე ცრემლი,

ძველი პიანინო კლავიშებ დაცლილი,

შხამ გამოცლილი მცოცავი გველი,

ნიშნობის ბეჭედი ხელიდან აცლილი,





თეთრი პერანგი გიჟის სიმშვიდით,

აშლილი გიტარა სიმებ დაწყვეტილი,

ღამის კოშმარი ნერვებს რომ გიშლიდით,

დაბმული ამირანი ვერაფრით აწყვეტილი.





პირველი ჭაღარა ასაკის მატების,

ბავშვობის ოცნება ნებისმიერ ფასში,

უმიზნო ყვირილი სისინა ბატების,

ცხოვრების მრიცხველი ძვირიან ტაქსში.





საწოლზე მიგდებული უპასუხო ზარი,

ზამთრის სიცივე სუნთქვად აორთქლილი,

ბრუნვისგან დაღლილი დედამიწის ბზარი,

ვნების გამძაფრება მინაზე დაორთქლილი.





შვილი ვარ დედის ანდერძში გაჩენილი,

ხალხის მოსაწონად მზის ზღვაში ჩასვლა,

მკითხავის ნალექი ჭიქაში დარჩენილი,

სიკვდილით სულის ხორციდან გასვლა.





ფერადი ბუშტები ჰაერში გაშვებული,

ხალხით გავსებული ბავშვობის ყულაბა,

წყალქვეშა გემი ფსკერამდე ჩაშვებული,

ხელებზე წასმული სარდაფის მურაბა.





ეშაფოტისთვის მსხვერპლად დაკლული,

ჩაი შემთხვევით კაბაზე გადასხმული,

გაზრდილი ბავშვი ბავშვობა ჩაკლული,

ოცნების პრინცი ურჩხულში გადაცმული.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1755 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, bachana zaqaidze, b.zaqaidze, პოეზია, ლექსები, leqsebi, bacho zaqaidze, ბ.ზაქაიძე, ბაჩანა ზაქაიძე, ბაჩო ზაქაიძე | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2013  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0