Загрузка...
ბაჩო ზაქაიძე - ერთგული ღალატი (ხმამაღლა გამახსენდით) / bacho zaqaidze - ertguli galati (khmamagla gamakhsendit) - 26 თებერვალში 2013 - პოეზიის სამყარო
სამშაბათი, 2024-12-03, 8:36 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2013 » თებერვალი » 26 » ბაჩო ზაქაიძე - ერთგული ღალატი (ხმამაღლა გამახსენდით) / bacho zaqaidze - ertguli galati (khmamagla gamakhsendit)


5:50 PM
ბაჩო ზაქაიძე - ერთგული ღალატი (ხმამაღლა გამახსენდით) / bacho zaqaidze - ertguli galati (khmamagla gamakhsendit)
რითმში დახატული ბუნება მეჩემება,

ათასი ფიქრი მაქვს სასმელში გარეული,

ცოტა დავთვერი და ალბათ მეჩვენება,

თავად მთვარე დადის როგორც მთვარეული.





ხედვას მიმშვენებს მუზა შიშველი,

მალე ქალთა ზღვაში გადავვარდები,

ერთგული სახით შენ ვერ მიშველი,

ამ თამაშიდან მე არ გავვარდები.





ღამეს ვარსკვლავვები ჩუმად დავაწყვიტე,

მათი დათვლა მინდა უგონოდ მთვრალს,

არჩევანთან ვდგავარ და ვერ გადავწყვიტე,

რომელს დავეწაფო ღვინოს თუ ქალს?!





ქალის მოფერება ხშირად მაქვს განცდილი,

სხეულში ვკარგავდი მზერას ბურუსიანს,

ქმრებთან შეხვედრა ცუდად მაქვს დაცდილი,

ამიტომ ღვინოს დავლევ მაღალ გრადუსიანს,





ლოთი ვარ, მაგრამ მერე რა ვითომ?

თუ მოგვინდება მოვირგებთ ნიღბებს,

ქალები მიყვარს, ცალ-ცალკე, თითოდ,

ურცხვად ოთახის კარებს რომ მიღებს.





ხანდახან ამერევით, ხდება, რა ვუყო?!

თუ დამავიწყდით მაშინ დავაშავებ,

სხეული ცოტახნით სხვას რომ გავუყო,

ამისთვის შავ სიაში მე ნუ გამაშავებ.





ვერ ვიტან ცრემლების ფოთლებად ცვენას,

ჩემგან ოქროს ბეჭედს ნურასდროს მოელით,

ცოტახნით მოშორდით გათხოვების სცენას,

მივყვეთ ამ დინებას და დავტკბეთ ყოველით.





ამ ღამეს მე ვიქნები შენი გადამრჩენი,

დილამდე დავიპყრობთ ყველა ასპარეზს,

გულიდან მოიშორე უაზრო ნარჩენი,

ამ ტუჩებს კოცნა გრძნობებმა ასწავლეს.





იცოდე მარტოობა უარესს გაკადრებს,

ამიტომ დავივიწყოდ ყველა დანარჩენი,

თვალების დახუჭვით ავყვეთ ამ კადრებს,

და საწოლს მივანდოთ ჩვენი განაჩენი.





ასაკი ნაუჭით დახატავს პროფილებს,

დროის ცვლილება ყველასთან მაშორებს,

რაც კი გადაგვხდა, მივმართავ ყოფილებს,

ჩვენი გულებიდან ვერავინ წააშორებს.





ფქვილი თქვენი იყოს, მომაყარეთ ქატო,

იქნებ ტალღებმა სადმე გადამრიყოს,

ლექსის ბოლოში კი მომახურეთ მანტო,

როგორც ზღაპარში იყოს და არა იყოს.





თავად შემეჩვია ერთგული ღალატი,

ამიტომ დამტოვა ცხოვრებამ მარტო,

მაცვია სიმარტოვის ცივი ხალათი,

პასუხიც ნათელია რისთვის და რატო.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 3170 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, bachana zaqaidze, b.zaqaidze, პოეზია, ლექსები, leqsebi, bacho zaqaidze, ბ.ზაქაიძე, ბაჩანა ზაქაიძე, ბაჩო ზაქაიძე | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2013  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0