ყოველ ღამით სიკვდილი დამჩემდა, გარდაცვალება ჩემი და ჩემი ოთახის.. მათ მითხრეს, რომ არც ერთი ღამით არ ჩადის მზე, ის უბრალოდ სახეს იცვლის რომ შემცივდეს.
მე ვეზიზღები მზეს...
წვიმის დროს თურმე ცრემლი არ სცვივა ზეცას, ოფლი სდის ყოვლისშემძლე ღმერთს.
და მაინც, ნუ აჩვენებთ ამ ნაწერს დედას!..
ყოველ ღამით ცეცხლში იწვის ჩემი სული, ჭიანჭველები დამდიან უსულო სხეულზე... ჭერზე ჰკიდია მკვდარი ოცნებები და კედლებიდან მდორედ ჟონავს სიცრუე... გაუშლელი ფრთები (ჯერ კიდევ) ზურგზე მაქვს დაწყობილი... სიცოცხლე ყოველღამ მაყვედრის ამაგს.
და მაინც, ნუ აჩვენებთ ამ ნაწერს მამას!..
აღარ მეშინია, მივეჩვიე...
ისინი ამბობენ, რომ არ უნდათ იგრძნონ ტკივილი (არადა ახლა მე მტკივა) ამიტომ ხელებზე ძლიერად მიჭერენ თოკებს, თუმცა იციან რომ არსად წავალ - არ მინდა ეტკინოთ.. მე ისევ ყოველღამე საკუთარ სისხლში ვახრჩობ უსახელო სევდას!..
და მაინც, ნუ აჩვენებთ ამ ნაწერს ჩემს დას, ჩემს ძმას..
გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..