Загрузка...
ნიკა ჩხეტიანი - ქალი - 27 თებერვალში 2013 - პოეზიის სამყარო
პარასკევი, 2024-11-15, 12:19 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2013 » თებერვალი » 27 » ნიკა ჩხეტიანი - ქალი


2:38 PM
ნიკა ჩხეტიანი - ქალი
დასაბამიდან ქალი ქარია,

დედის მუცლიდან სიოდ ვლენილი,

მოუდრეკელი გრძნობის არია

და სურნელება ვარდს მოფენილი.

სიყმაწვილეში სიოც ბობოქრობს–

უმატებს ქროლვას, ხდება ნიავი,

მისი სხეული აღარც კი მორცხვობს

და ხორციც ხდება შეუნიღბავი.

ვეღარ აკავებს ნიავსაც მერე

სულს დადებული ბორკილი რიდის,

ამ ქარიშხალზე პოემებს წერენ,

მყარი ბიჯგია ცხოვრების ხიდის.

შემოიჭრება გრიგალად ბოლოს,

მოაპობს, ანგრევს, ლეწავს და ხეთქავს,

იმ ერთადერთთან საწოლში ბრძოლობს

და გულიც სადღაც სიღმიდან ფეთქავს...

მაგრამ არსებობს განგების ნება,

დასასრული ხიმ ახლავს ყველაფერს,

ქალი გრიგალი წვიმით ჩაქრება,

შავ–თეთრად ხედავს ირგვლივ ყველა ფერს.

ხვედრია მწარე ეს ეპილოგიც,

ნაცრემლი წვიმა ტუჩზე გაშრება,

ჩაბნელებული დღის ეპიზოდი,

როდესაც ქალი ქვრივად დარჩება....


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1580 | დაამატა: koxo | ტეგები: poezia, ქალი ქარია, meleqse, poetebi, ქარი, leqsebi, poeti, ქალი, დასაბამიდან, კალი | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2013  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0