ნუ გეშინია, სიზმარივით გაქრება ეს დღეც, იქნებ სიზმარში იმყოფები, სიმართლე მათი შენ არ დაგინდობს, დაცემული ვეღარ ადგები და პესიმისტურ თავის ტკივილს გიმატებს მნათე. დუმილი შენი თვალებიდან ოთახებს ყვირის, რომლებიც ჯერარაშენებულ შენობებს ჰქმნიან, უცნაურია, სულ არ გტკივა, გესვრიან რიყის ქვებს გამეტებით, განსხვავებით ფანჯრების მინის სულაც არ ტყდები, შენებური სიჩუმე გიცავს, და ღმერთმა ნუ ქნას ერთხელაც, რომ ალაპარაკდე, ყველა სულიერს ერთად შეკრავს სულ მცირე ბიძგი, მოსაწყენია, ქონდეთ ნეტავ რაიმეს ტრაკი. რაც არის არის, მიდიხარ და უნდა წახვიდე, იმღერე გულში შენებური ჩასუნთქვის სოლო, ცხორება დიდი არაფერი, ამ ბეწვის ხიდით ვერავინ მოვა ისე ახლოს რომ დაგწვას, სროლას კვლავ დაიწყებენ უიმედოდ გესვრიან, რიყის ქვებს გამეტებით, განსხვავებით ფანჯრების მინის შენ არ გატყდები და ერთხელაც ყველას გარიყავს სროლის სურვილი, ან გაგრიყავს შენივე ბინა. ნუ გეშინია, სიზმარივით გაქრება ეს დღეც, იქნებ სიზმარში იმყოფები, მთლად უარესი, სიჩუმე, ყავა, სიგარეტი, გინება დედის... ხველება გახრჩობს და არ იცი ახლა ვინ გესვრის, ისევ იძინებ.
გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..