Загрузка...
დიანა ხუხაშვილი - სიყვარულის შეგონება - 27 თებერვალში 2013 - პოეზიის სამყარო
პარასკევი, 2024-11-15, 12:03 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2013 » თებერვალი » 27 » დიანა ხუხაშვილი - სიყვარულის შეგონება


2:58 PM
დიანა ხუხაშვილი - სიყვარულის შეგონება
ვაი მე და უფრო მეტად,
ვაი შენ და ვაი მას,
საყვარელთან დადის ვინც კი
კაი დროს და კაი ხანს,
ჯერ საქნელზე მეტი საქმე
თუ ინდომა რაიმე,
ვიდრე ის, რომ ჭერს სიმაღლე
გაუზომოს აივანს...
ვიდრე ის, რომ სადარბაზოს
გადარაზოს ურდული,
გარე კარს არ გაეკაროს
ისარი თუ შურდული,
ვიდრე ფარდა, ფანჯრის გარდა,
მზესაც შემოახვიოს
და წერილი - ტრფობის, ძველი,
დაკუწოს და დახიოს.
ვიდრე გუდა, თავის ქებით,
ამოავსოს ტყუილით,
დაენახოს სარკეს რქებით,
ყროყინით და ყმუილით...
ვაი მე და უფრო მეტად,
ვაი შენ და ვაი ჩვენ,
საყვარელს თუ მოინდომებ,
მოირგებ და გაიჩენ,
ნერვში დღეა შარიანი,
სულში - სქელი ნისლია,
შენი ცოლი შენი არის,
სხვისი ცოლი - სხვისია.
ხომ ხედავ რომ საყვარლისთვის
არა და არ გცალია,
წადი სახლში, ცოლი ძმაო,
გელოდება ძალიან!


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1406 | დაამატა: koxo | ტეგები: poezia, დიანა ხუხაშვილი, SIYVARULI, შეგონება, leqsebi, diana xuxashvili, sikvaruli, სიყვარული, სიყვარულის შეგონება, diana khukhashvili | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2013  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0