ტკივილიანი ვნებებიდან მოდის გამები, ლექსებს ქარი წერს, ქარიშხალი, უბელო ცხენებს რომ ერეკება ტრამალებზე უსასრულობის მწვერვალებისკენ... ხატავს ბუნება, ეს დიადი მხატვარი უფლის,ქარიზმასა და სიდიადეს რომ ავლენს სულის და ეზოპეა, სულხან-საბა, მიქელანჯელო, ამსხვრევენ კერპებს, გვიტოვებენ საშვილიშვილო მონუმენტებს, არაკებს, ლექსებს, მომავლისათვის აგვიგებენ დასაყრდენ ღერძებს, რომ ღმერთის თვალით დავინახოთ მთელი სამყარო...
გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..