მეტრო ცახცახებს როგორც შენი კაბა მუხლებთან და ნერვიულობს უსწორმასწორო თითების წყება.. ისე მთავრდება გვირაბები რჩები ვაგონში.. და თუ არ ჩახვალ რომ ჩავდივარ დამავიწყდება.. ვადარებ დილას შენსას ჩემსას, დაიწყე როგორ, მგონია ჩაიმ……(იქნებ ..ყავამ)….. დაგიწვა ტუჩი.. და უსახელო აირჩიე მაინც პერანგი, რადგანაც სადღაც მხრის დაღმართთან გეწყება რუჯი… მერე კიბეზე უხმაუროდ ეშვები ფიქრით რომ დაგრჩა რაღაც…და ჯიბეებს ახელისგულებ და ისე წმინდავ ლაქიანი თეთრი თითებით, რომ არც უყურებ მოფახფახე მტვრიან რიკულებს.. ხო..გაღვიძება არ გამომრჩეს რაც მთავარია.. რომ მაღვიძარას უცვლი რითმებს პოზიტივისთვის.. და უიმედოდ გადახედე დაბრეცილ საათს.. იქნებ ადრეა.. ძილი დაგრჩა ცოტა დილისთვის.. და მე კი ახლა შენს დილაში ვარ არაფერი.. კარებს მიკრული თაღლითივით ბიჭი მეტროში.. და ისე მშვიდად მიატოვე იგი ვაგონში.. თითქოს შენს ნაცვლად სხვამ მომიწყო ლექსში დებოში.
გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..