Загрузка...
ტატო ორაგველიძე - დამშვიდობება - 27 თებერვალში 2013 - პოეზიის სამყარო
პარასკევი, 2024-11-15, 11:46 AM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2013 » თებერვალი » 27 » ტატო ორაგველიძე - დამშვიდობება


7:04 PM
ტატო ორაგველიძე - დამშვიდობება
ნუ, ნუ მიყურებ გულნატკენი ბავშვის თვალებით!
ასეთი მზერა ჩვენს ასაკში აღარ სჩვევიათ.
არ ვიმსახურებთ მე და სამყარო შენს ტკივილებს და
არც შენ გიხდება ასეთი სახე - გულუბრყვილო ტკივილნარევი...
ჰო! სამწუხაროდ ცისარტყელის გამოღმა დარჩი!
დედამიწელი აღმოჩნდი ჩემო და ვეგუები ამ მარცხსაც მშვიდად,
მორიგ დაცემას შენში, ჩემში ან სიყვარულში
რომელიც შენი თქმისა არ იყოს გამოვიგონე!
ნუ, ნუ მიყურებ გაცრუებული იმედებით, გაწბილებული მოლოდინებით,
დამსხვრეული ოცნებებით....
არანაირი ოცნებები ჩვენ არ გვქონია!
სიყვარულამდე ან იმის მერე არაფერია ჩემო მუდმივი,
შენ ამ ორს შორის ვერ ჩაეტიე.... გეპატარავა სიყვარული
და გაიქეცი - ნაცრისფერ კვამლში დაიხრჩე თავი...
გადროებითდი, გაფერმკრთალდი, ამოიწურე....
ნუ, ნუ მიყურებ ღალატგავლილი ადამიანივით!
ღალატზე ფიქრსაც სიყვარულის უნდა უნარი
სიყალბეს მაინც ნუ მოირგებ უგრძნობ სახეზე,
რომელსაც ბევრი არსიყვარული შეეხება კოცნის ნიღბებით!
რომელსაც ჟამი უგულობას არ მიუტევებს
და ნაოჭებში დაუმარხავს ბლანტ სიანულებს...
გამიშვი ჩემო! ნუ მაყოლებ მომწვანო მზერას...
შენი თვალების დაჯერება რთულია უკვე!
ჰო, იმ თვალების, სათნოებია რომ სწამთ და სჯერათ
ყველა სიბილწე ბავშვურად და წრფელად რომ უკვირთ!
ნუ ჩამახედებ, მაგ სიღრმეებს ნუ ჩამჩრი სულში!
მე და სამყარო შენს ტკივილებს არ ვიმსახურებთ.
რა ვქნა, თუ უკვე ცისარტყელის გამოღმაა დამრჩი,
მაგრამ ღრუბლების თეთრ დარაბებს მაინც ვერ ვხურავ!
მაინც გავყურებ...
გზებს, ქალაქებს სადაც მიყვარდი! სადაც მსუბუქი სული გქონდა,
სადაც გჯეროდა, რომ სამყარო ერთი დიდი ცისარტყელაა...
სივრცეებს, სადაც მოკვდი, მაგრამ შემოგრჩა ეს გულუბრყვილო,
გულნატკენი ბავშვის თვალები
შენ ვერ გაიგებ, ვერ მიხვდები რატომ მივდივარ,
რადგან შენ ასე ვერასოდეს შემიყვარებდი......


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 2204 | დაამატა: koxo | ტეგები: poezia, დამშვიდობება, damshvidobeba, meleqse, ტატო ორაგველიძე, poetebi, monatreba, leqsebi, poeti, მონატრება | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2013  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0