Загрузка...
მაია ჭელიძე - გინდა რომ გაოცდე - 27 თებერვალში 2013 - პოეზიის სამყარო
პარასკევი, 2024-11-15, 2:43 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2013 » თებერვალი » 27 » მაია ჭელიძე - გინდა რომ გაოცდე


8:27 PM
მაია ჭელიძე - გინდა რომ გაოცდე
გინდა რომ გაოცდე, ვერ ხედავ ვერაფერს
ისეთს, რომ გაგიჟდე და ცაში იფრინო,
და როცა ფიქრობდი, სიცოცხლე დამთავრდა,
ახალმა ცხოვრებამ ჩაგიხსნა ღილკილო.
შენს ცრემლებს დაბერტყავ ბავშვობის ბალიშზე,
იქ, სადაც სიზმრები მეგობრად იგულე,
შენ და "ის" აღმოჩნდით საწყისი წერტილი,
შენივე სხეულში ხელახლა იბრუნე,
გინდა რომ გაფრინდე ჩიტივით ჰაერში,
და ეხლა მიხვდი, რომ არ გინდა წახვიდე
იქ, სადაც ბნელა და წყვდიადი ბოგინობს,
იქ, სადაც ეჭვებმა სულები გაჰყიდეს.
ახლა კი გაოცდი, აინთო ცარგვალი,
შავბნელმა ფიქრებმა გზა მისცა სინათლეს,
ოცნების თვალებით სარკეში ნახული
ზღაპრული ათასი სიცოცხლე გაჩუქეს.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1517 | დაამატა: koxo | ტეგები: poezia, მაგარი ლექსი, meleqse, გაოცება, poetebi, leqsebi, poeti, გინდა, გინდა რომ გაოცდე | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2013  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0