Загрузка...
გიორგი ქარმელი - ჩვენ - 27 თებერვალში 2013 - პოეზიის სამყარო
პარასკევი, 2024-05-03, 3:16 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2013 » თებერვალი » 27 » გიორგი ქარმელი - ჩვენ


8:41 PM
გიორგი ქარმელი - ჩვენ
ჩარაზულია ყველა კარიბჭე,გასაღებებიც მიწამ ჩაყლაპა,
მხოლოდ "მოგონილ მოგონებებად" ცაზე წერია რაა კარს მიღმა,
დრომ წინაპრების უკვდავ სახელებს გადაუხადა უკვე აღაპი,
ის მუხაც,მუმლმა რომ ვერ გაახმო,ჩვენივ უმზეო ყოფით გაგვიხმა

და ვირტუალურ ობობას ქსელში პარალიზებულ სხვა "მწერთა" შორის,
უთქმელი სევდით,უცრემლო თვალით,უსისხლო გულით გავებით ჩვენაც.
აღარც ოდესღაც მიზნად დასახულ,ჰორიზონტს მიღმა ანთებულ შორეთს
აღარ ახსენებს ალკოჰოლით და კანაბინოლით დამშრალი ენა.

უხმოდ ვოცნებობთ,რომ შევხვდეთ აისს და მზის სხივებში ვიხილოთ მხსნელი...
თან უმნათობოდ დასუსხულ დღეებს (ღამეებივით) ლოდინში ვათევთ,
ირგვლივ გრიალებს სასულეთიდან ამოვარდნილი ქარი და ბნელა
და სამრეკლოზე ისევ არისხებს სურომოხვეულ დედოზარს მნათე..


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




ნანახია: 1425 | დაამატა: koxo | ტეგები: poezia, chven, shen da me, ჩვენ, leqsebi, გიორგი ქარმელი, meda shen, შენ და მე, giorgi qarmeli, მე და შენ | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2013  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0