მაპატიე უფალო, მაპატიე ყოველი მე უძღები შვილი ვარ ისევ შენთან მოვედი, გული ბოღმით ამევსო და ჩავვარდი მორევში. ვიცი დამნაშავე ვარ არ მიშველის ცრემლები მაპატიე უფალო, მაპატიე ყოველი ბოროტს თავი მივანდე გადამაგდო ცოდვებში, ჩემი უგუნურობით გზა დავკარგე ცხოვრების. გამიჭირდა მოვედი, ისევ შენთან მოვედი ვიცი დამნაშავე ვარ უგუნური, ცოდვილი ეხლა ვხვდები უფალო რა შავ დღეში ვიყავი, ბოროტების უფსკრულში ვეშვებოდი პირდაპირ თვალებს ბინდი მეფარა ვერ ვხვდებოდი, ვერ ვგრძნობდი. ეხლა ვხვდები უფალო, ეხლა ისევ მოვედი, ისევ პატიებას გთხოვ მაპატიე ყოველი.
გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..