Загрузка...
მირზა გელოვანი - მასკარადი - 1 მარტში 2013 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 11:07 AM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2013 » მარტი » 1 » მირზა გელოვანი - მასკარადი


1:28 AM
მირზა გელოვანი - მასკარადი
მსუბუქი ბინდი, თითქოს ჩურჩული,
ფრთხილი ნაბიჯით მომყვა კარამდის.
ბაღიდან ლურჯი, როგორც ურჩხული,
მხრებს მიჩვენებდა მე მასკარადი.
კართან სისველეს და შრიალს შორის,
შეხვედრას ჩვენსას იცრიდა ბაღი,
მე - აქილევსის ნიღაბით შავით,
შენ - უთეთრესი ლედის ნიღაბით.
ო, ეს შეხვედრა სხივს უარილოს
ვედრებასავით სულში შეიტანს.
თითქოს საარი, თითქოს ალილო,
დაგვღუღუნებდა მხრებთან ფლეიტა.
სცემდა მუსიკა ლამაზ კოსტუმებს,
გიჟ ცეკვებს, მკლავებს, გაღეღას ღილის,
მე მაგიჟებდა შენი დასტური,
მაგრამ ნიღაბი მიშლიდა ღიმილს.
ბოლოს დავშორდით... დათენთილს, დაღლილს,
დამრჩა სევდა და მხრებით დამჩრდილა,
და აქილევსმა დავტოვე ბაღი -
ქუსლში კი არა, გულში დაჭრილმა.
შენ კი სად წახველ? გულისნადები
ვის გავუმხილო, როგორც ვედრება,
ყოველდღიური მასკარადები
მიჰქრიან უხმოდ, შეუხვედრებლად.
მიჰქრიან, როგორც ირმის ფეხები
სტეხენ ღამეს და ისმის დგანდგარი.
დღეს ფერს და ხალისს დავესესხები
და მზესთან ერთად მთაზე ამდგარი
ვიყვირებ, რომ გზა გაწვა პირიქით,
რომ დღე შეხვედრის ჩვენიდან გარბის,
რომ დამეკარგა შენი ბილიკი
და მწამებელი წარაფი-წარბი.
ოცნების რხევა იმედებს შველის,
დავივლი ბაღებს, როგორც კულისებს.
არსად შემხვედება ნიღაბი შენი -
და უშენობა გამაგულისებს.
არსად შემხვდები... მაღალ პროფილებს
ქარი არხევს და ხეებს ანებებს,
არც შენზე ფიქრი მაკმაყოფილებს,
არც დღენი მოაქვთ შემოღამებებს.
მხოლოდ სურვილი შორით იალებს
და შეხვედრისთვის იმედს მიქეზებს
და ვამბობ: ზიზღი ყველა ნიღაბებს,
როგორც გათიშვის პირველ მიზეზებს.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1540 | დაამატა: koxo | ტეგები: mirza gelovani, ლექსი, ლექსები, leqsebi, maskaradi., მასკარადი, leqsi, მირზა გელოვანი | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  მარტი 2013  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0