Загрузка...
მირზა გელოვანი - მე მხოლოდ მახსოვს - 1 მარტში 2013 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 11:21 AM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2013 » მარტი » 1 » მირზა გელოვანი - მე მხოლოდ მახსოვს


1:35 AM
მირზა გელოვანი - მე მხოლოდ მახსოვს
მე მხოლოდ მახსოვს, რომ გასაშრობად
ცას ეწვა ნისლი უკაბადონო.
მე არ მქონია ქვეყნად ბავშვობა,
თქვენ უსირცხვილოდ სტყუით, ბატონო,
შეხედეთ ჩემს გულს ათასგზის ნაგმობს,
ქარმა, ღამემ და სიცივემ აცრა.
თქვენ რაღაც სუფთა ყვავილზე ამბობთ
ჩემი უსიტყვო ცრემლების ნაცვლად.
მე მხოლოდ მახსოვს, ქარი ულხინოდ
მიაქანებდა ბედს უპატრონოს,
თქვენ უსირცხვილოდ, ო, უსირცხვილოდ
ჰო, უსირცხვილოდ სტყუით, ბატონო.
ხომალდი ჩემი ტალღებს ქაფიანს
არც შველას სთხოვდა, არც სთხოვდა
შეხლას.
მე მაქვს უბავშვო ბიოგრაფია
და ერთადერთი ამით ვარ ქვეყნად.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1383 | დაამატა: koxo | ტეგები: ლექსი, mirza gelovani, ლექსები, gelovani, me mxolod maxsovs, მე მხოლოდ მახსოვს, leqsebi, leqsi, მირზა გელოვანი | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  მარტი 2013  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0