Загрузка...
მირზა გელოვანი - თოვლი - 1 მარტში 2013 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 11:28 AM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2013 » მარტი » 1 » მირზა გელოვანი - თოვლი


1:39 AM
მირზა გელოვანი - თოვლი
თოვლი მოვიდა, ო, არა თეთრი,
სულ სხვანაირი თოვლი მოვიდა.
მგონია, მოხვალ, შენ მოხვალ ერთი
და თოვლის სპეტაკ კუბოს მომიტან.

დამმარხე თოვლში, დამმარხე ქარში,
თორემ მომბეზრდა მიწა ბოროტი.
იჩქარე, ვიდრე თოვლივით წავშლი
შენზე ფიქრებს და შენზე მოლოდინს.

წახვედი როდის, ბრუნდები როდის -
დამწვარი თოვლის მსუბუქი ბოლი,
ჩემკენ, ო, ჩქარა, გზაც აქეთ მოდის -
თოვლი, თოვლი, თოვლი.

მათოვდა წუხელ, ავად ვარ ახლა
და თვალზეც ბინდი ჩამორხეულა.
ამდენი ვნება, ამდენი დაღლა
სად დაიტიროს ჩვილმა სხეულმა!

თოვლი მოსულა. რომელ მხარეში,
სად გიღამდება დღე თოვლნარევი,
დავრჩი მზისა და თოვლის გარეშე,
ამ თოვლზე უფრო ნამტირალევი.

წახვედი როდის, ბრუნდები როდის -
დამწვარი თოვლის, მსუბუქი ბოლი,
წამოდი ჩემთან, გზაც აქეთ მოდის -
თოვლი, თოვლი, თოვლი.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1630 | დაამატა: koxo | ტეგები: ლექსი, mirza gelovani, tovli, ლექსები, gelovani, leqsebi, მირზა გელოვანი, თოვლი, leqsi, გელოვანი | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  მარტი 2013  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0