Загрузка...
მორის ფოცხიშვილი - მატარებელი წვიმაში - 1 მარტში 2013 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 11:10 AM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2013 » მარტი » 1 » მორის ფოცხიშვილი - მატარებელი წვიმაში


1:47 AM
მორის ფოცხიშვილი - მატარებელი წვიმაში
ჩვენ მოვდიოდით იმ ღამეს წყვილად
და იდუმალი მოგვქონდა სითბო.
წამოგვეწია გრაკალთან წვიმა,
წამოგვეწია სიმღერა თითქოს.

დარაჯებს ჰგვანდნენ მრუმეში ხენი,
მთვარე უძინარ მორიგეს ჰგავდა...
არვის ესმოდა ჩურჩული ჩვენი
ჩვენივე ცხელი გულების გარდა.

ელნათურები ელავდნენ შორით,
ვეღარ ვარჩევდით სადგურებს თვალით
და ვრცელდებოდა ჩვენს ირგვლივ ჭორი
როგორც თუთუნის მსუბუქი კვამლი.

ჩვენ მოვდიოდით იმ ღამეს წყვილად
და იდუმალი მოგვქონდა სითბო.
რაღაცას წერდა მინაზე წვიმა,
წერდა და შლიდა სტრიქონებს თვითონ.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1477 | დაამატა: koxo | ტეგები: ლექსი, ლექსები, leqsebi, focxishvili, leqsi, matarebeli, wvima, მორის ფოცხიშვილი, მატარებელი წვიმაში | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  მარტი 2013  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0