მთავარი » 2013 » მარტი » 1 » მორის ფოცხიშვილი - გულს ვიფიცებ
1:58 AM მორის ფოცხიშვილი - გულს ვიფიცებ
|
გულს ვიფიცებ, ლექსს არ დავწერ უგულოდ, ჩემს მღვიმეში, ბგორგავ, როგორც მწირი, - მე რა მიჭირს, სიყვარულით ვსულდგმულობ, მე რა მეთქმის, ჩემი ცრემლით ვტირი.
ჩემი გზა მაქვს, ჩემი სამოგზაურო, ჩემი ძმა მყავს და მყავს ჩემი მტერი, - მე რა მიჭირს, ჩემს ენაზე ვსაუბრობ, მე რა მეთქმის, ჩემს სიმღერას ვმღერი.
თეთრი სევდით გათლილი მაქვს ფანქრები, და ჩემს ცაზე გაშლილი მაქვს ფრთები, - მე რა მიჭირს, ჩემს მიწა-წყალს ვაკვდები, მე რა მეთქმის, ყვავილებში ვჭკნები.
სულო ჩემო, ცისკრით გარემოცულო, დღეებივით გათვლილი გვაქვს წლები, - მე რა მიჭირს, ჩემს ტაძარში ვლოცულობ, მე რა მეთქმის, ჩემს თბილისში ვრჩები.
გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..
|
კატეგორია: ლექსები |
ნანახია: 1372 |
დაამატა: koxo
| ტეგები: გული, ლექსი, guls vipiceb, ლექსები, გულს ვიფიცებ, leqsebi, focxishvili, leqsi, მორის ფოცხიშვილი
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
სტატისტიკა
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0
|
|